ნონგ ჰან კუმპავაპის ტბა
ნონგ ჰან კუმპავაპის ტბა – წარმოადგენს ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით უდონ ტანის პროვინციაში განთავსებულ მილიონობით ვარდისფერი ლოტოსით მოფენილ ერთერთ ულამაზეს წყალსაცავს,რომელსაც ადგილობრივები ზედსახელად “წითელი ლოტოსების ზღვას” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი) ტბის სიგრძე შვიდი კილომეტრია,სიგანე სამი კილომეტრი,ხოლო სრული ფართობი კი 1,7 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული “წითელი ლოტოსების ზღვის” მაქსიმალური სიღრმე ერთ მეტრსა და ოთხმოცდაათ სანტიმეტრს აღწევს.იგი გარშემორტყმულია დაჭაობებული ადგილებით,ეგრეთ წოდებული ვეთლენდითა (ნაყოფიერი ადგილები,რომლებიც ქმნიან თბილს წყალსატევებს თევზსაშენებისათვის,უხვბალახიან საძოვრებს მსხვილფეხა პირუტყვისათვის და ხელსაყრელ ჰაბიტატებს გარეული ცხოველებისათვის) და ბრინჯის მინდვრებით.ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ნონგ ჰან კუმპავაპის ტბის პერიმეტრზე უამრავი სახეობის ფრინველების ბინადრობას.ვარდისფერი ლოტოსები ზამთრის დასაწყისში,კერძოდ,დეკემბრის თვეში იწყებენ ყვავილობას (ყველაზე კარგი კადრების ხილვა ტბაზე დილის 6 საათიდან დილის 11 საათამდე პერიოდებშია შესაძლებელი),რაც ტბას მართლაც რომ ულამაზეს სახილველს ხდის.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ “წითელი ლოტოსების ზღვას” ამ პერიოდში უამრავი ტურისტი სტუმრობს.აღნიშნულ ტბასთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული,რამაც მას ტაილანურ ფოლკლორშიც დაუმკვიდრა ადგილი. – (ავტორი გენია.ჯი)