ანტონ ვან დეიკი – “ეპიზოდი”
ინგლისისაკენ მიმავალი გენიალური ფლამანდრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი – ანტონ ვან დეიკი (1599-1641 წლები) რამდენიმე ხნით ერთერთ მონასტერში შეჩერდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც მონასტერში მაცხოვრებელმა სასულიერო პირებმა შეიტყვეს,რომ მათ სტუმარს ხატვის ნიჭი გააჩნდა,ვან დეიკს იესო ქრისტეს სურათის დახატვა თხოვეს.ვირტუოზმა მხატვარმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და მოკლე პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ შექმნა კიდეც შედევრი-ტილო.როდესაც ბერებმა მხატვრის მიერ შესრულებული სურათი იხილეს,სახვითი ხელოვნების ნიუანსებში გაუთვითცნობიერებლებმა თავიანთი გულისწყრომა ვერ დამალეს და მას ავტორის თანდასწრებით, – “ნაჯღაბნი” უწოდეს.
აღნიშნულმა ფაქტმა ვან დეიკი ძალიან გაანაწყენა,რის გამოც მალევე დატოვა მონასტერი.გავიდა რამდენიმე ხანი.მონასტერს კვლავაც ესტუმრა ერთი სტუმარი,რომელმაც ბერებს აუწყა,რომ რამდენიმე ხნის წინ მათთან მონასტერში მყოფი სტუმარი სახელოვანი ფლამანდრიელი მხატვარი ვან დეიკი იყო.ამ ინფორმაციამ ბერებს გადააწყვიტინა,რომ ვან დეიკისათვის ერთბაშად ათი რელიგიური სიუჟეტების მქონე ტილო შეეკვეთათ.ამისათვის კი მათთან სპეციალურად გაგზავნეს მონასტერში მყოფი სტუმარი.როდესაც მან მხატვარს ბერების შეკვეთის შესახებ გადასცა ინფორმაცია,მათზე გულგატეხილმა და განაწყენებულმა ანტონმა ყოველგვარი ფამილარობის გარეშე განუცხადა უარი შეკვეთის შესრულებაზე: “გადაეცით,რომ მონასტერში მათ ისედაც საკმაოდ ბევრი “ნაჯღაბნები” აქვთ და კიდევ ერთი “ნაჯღაბნის” შემატების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს-თქო, და გადაეცით ისიც,რომ მე ვხატავ ადამიანებისათვის და არა ვირებისათვის!”. – (ავტორი გენია.ჯი)