სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ადამიანის მთელი სიცოცხლე,დაბადებიდან სიკვდილამდე,ბედნიერებისაკენ სწრაფვაა.ყველას სურს ბედნიერი იყოს, და არ არსებობს უფრო მძაფრი,უფრო უძღები სურვილი; ყველანი ვირჩევთ მხოლოდ იმ გზას,რომელიც,ჩვენის აზრით,ბედნიერებისაკენ მიგვიძღვის და ხალისით აღვსილთ საგზლად მიგვაქვს ერთადერთი საზრდო – იმედი.მაგრამ იწყება მგზავრობა,თანდათანობით უკან გვრჩება,თანდათანობით ილევა გზა და, მასთან ერთად,ჩვენი იმედიც,რადგან ის,რასაც გზაში ვხვდებით,ყველაფერია,ბედნიერების გარდა.უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებთ,რომ გაზაფხულის სიმწვანეს,სილაღეს და სიკისკისეს შემოდგომის სიყვითლე,ჭკნობა და დაღლილობა ცვლის და, ბოლოს,თავადაც დამჭკნარნი,დაღლილ-დაქანცულნი და გამოფიტულნი სამსხვერპლო ზვარაკივით ვიჩოქებთ გზის პირას,რათა სათითაოდ შევემატოთ ჩვენსავით უნუგეშოთა და უსასოოთა საკრებულოს – პესიმისტთა მსოფლიო ძმობას.რატომ მოხდა ეს? დილა ისეთი უღრუბლო იყო,გზის დასაწყისი – ისე მომხიბლავი და მრავლისმთქმელი! პასუხი მარტივია: იმიტომ,რომ გზა შეგვეშალა; იმიტომ,რომ ბედნიერების ბილიკს კი არ ვადექით,არამედ ტკბობისა და განცხრომისას,ხოლო ტკბობა კი არ ემთხვევა ბედნიერებას,არამედ უპირისპირდება მას.ტკბობის ბილიკი ჩვენს გარეთ გადის,ბედნიერებისა კი – ჩვენივე სულში.ტკბობა სურვილთა დაკმაყოფილებისაგან იღებს დასაბამს; ბედნიერების სათავე სულ სხვაგვარია: სურვილებისაგან განთავისუფლება ანდა მათი დაურვება და დაწმენდა.
ამიტომ ადამიანის უპირველესი მიზანი ანგარების,პატივმოყვარეობის,ქვენა გრძნობების,მდაბალი ინსტიქტების დაკმაყოფილება კი არ უნდა იყოს,არამედ სულის სრულქმნილებისათვის ზრუნვა”. – (ავტორი გენია.ჯი)