ქსენოფონტის ფილოსოფიიდან…
“ბუნებაში ერთპიროვნულად ბატონობს მხოლოდ ძალა.ცხოველთა სამყარო,ადამიანთა საზოგადოება,თვით ნეტარი ღმერთების დასი – ყველაფერი მხოლოდ ძალის წინაშე იხრის ქედს,ძალას ემონება და ემორჩილება.რატომაა ლომი ცხოველთა მეფე,ქსერქსე – აზიის მბრძანებელი,ხოლო ზევსი – უკვდავთა და მოკვდავთა მამა? მხოლოდ და მხოლოდ ძალის წყალობით.სიმართლე ყოველთვის ძალის მხარესაა,მხოლოდ ძალაა სამართალი.ამიტომ მთელი პოზიტიური სამართალი,სახელმწიფოში მოქმედი კანონების მთელი კოდექსი სხვა არა არის რა,თუ არა ბორკილი,რომლითაც სუსტი კაცუნების ბრბო ბოჭავს და გასაქანს არ აძლევს ძლიერი პიროვნების ბუნებრივ მისწრაფებებს.მაგრამ ეს უკანასკნელი საკუთარი ძალისხმევით ამსხვრევს ამ ბორკილს და სამოქალაქო ცხოვრებისა თუ ზნეობრივი ქცევის ერთადერთ ჭეშმარიტ,ბუნებრივ კანონად თავის აბსოლუტურად შეუზღუდავსა და ყოველგვარი პირობითისაგან თავისუფალ ნებას აცხადებს”. – (ავტორი გენია.ჯი)