პრიტანეიონი

უძველეს ათენში არსებულ ეგერთ წოდებულ – “ორმოცდაათთა საბჭოს” რეზიდენციას,სადაც პრიტანები (სახელმწიფო საბჭოს წევრები) ქალაქისა და მისი მოქალაქეების სვე-ბედზე ბჭობდნენ – “პრიტანეიონი” ეწოდებოდა.გადატანითი მნიშვნელობით,სიტყვა – “პრიტანეიონი” აღნიშნავდა რისამე ცენტრს,მაგალითად,”ქვეყნის ცენტრს”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ათენელები სწორედ აღნიშნულ რეზიდენციაში იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს.თავდაპირველად,”პრიტანეიონი” აგებული და მიძღვნილი იქნა ძველ ბერძნული კერიისა და ოჯახის ცეცხლის ღვთაების – ჰესტიასადმი და მასში ბერძნები მუდმივად ინარჩუნებდნენ ჩაუმქრალ ცეცხლს.თუმცა დროთა განმავლობაში მას ფუნქცია შეუცვალეს და იგი ათენის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ცენტრად აქციეს.მეტად საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ უძველეს ქალაქში არსებულ პრიტანეიონში ყოველდღიურად იმართებოდა უფასო სადილი,სადაც სახელმწიფოს ხარჯზე სადილის უფლება გააჩნდათ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს: მხედართმთავრებს,პოლიტიკურ მოღვაწეებს,ეროვნულ გმირებს,ქურუმებს,ოლიმპიურ თამაშობებში გამარჯვებულებსა და ათენის საპატიო მოქალაქეებს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,პრიტანეიონში უფასო სადილზე მიწვევა ნებისმიერი ათენელისათვის უდიდესი ჯილდო,პატივი და სანუკვარი ოცნება გახლდათ.ცნობისათვის გეტყვით იმასაც,რომ,როდესაც გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – სოკრატეს მოსამართლეებმა ჰკითხეს,თუ რა განაჩენს გამოუტანდა საკუთარ თავს (ძველ საბრძნეთში მოქმედი კანონმდებლობით,ბრალდებულს უფლება ენიჭებოდა საკუთარი თავისთვის თავისივე ნება-სურვილით – “თვითგანაჩენი” გამოეტანა.ამის შემდგომ,სასამართლოს თავად გამოჰქონდა საბოლოო განაჩენი ბრალდებულისთვის),გენიალურმა ათენელმა ფილოსოფოსმა ნახევრად ხუმრობითა და ნახევრად სერიოზულობით განაცხადა,რომ საკუთარ თავს “თვითგანაჩენად” სწორედ “პრიტანეიონში” სახელმწიფოს ხარჯზე უფასო სადილს “მიუსჯიდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>