დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი და გრავიორი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669 წლები),მის მიერ დახატულ შედევრ-სურათებზე მუდმივად სვამდა ინიციალებს – RHL (რემბრანდტ ჰარმენსი ლეიდენიდან).თუმცა აღნიშნული პრაქტიკა მან პირველად 1632 წელს დაარღვია,რადგან 1632 წელს დახატულ თავის ერთერთ ქმნილებას ვან რეინმა ინიციალების ნაცვლად,საკუთარი სახელი – “რემბრანდტი” დააწერა.დაასახელეთ,რომელ სურათზე დააწერა პირველად თავისი შემოქმედების ისტორიაში საკუთარი სახელი სახვითი ხელოვნების ბუმბერაზმა ნიდერლანდელმა წარმომადგენელმა? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: “ექიმ ნიკოლას ტულპის ანატომიის გაკვეთილი”. – (ავტორი გენია.ჯი)