იან ვერმეერი – “ეპიზოდი”
1653 წლის 20 აპრილს გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და “ნიდერლანდულ სახვით ხელოვნებაში ოქროს საუკუნედ” წოდებული ეპოქის ერთერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა – იან ვერმერმა (1632-1675 წლები),კათოლიკური აღმსარებლობის მკაცრ მიმდევართა ოჯახში აღზრდილ ქალზე – კატარინა ბოლნესზე იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ვერმეერის სიმკაცრითა და თავისი პრინციპების ერთგულების დაცვით გამორჩეულმა სასიდედრომ – მარია ბოლნესმა,საკუთარ ქალიშვილს მანამ არ მისცა უფლება საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებისა,სანამ მხატვარმა პროტესტანტული აღმსარებლობა არ დათმო და კათოლიციზმს არ ეზიარა.გარდა ამისა,მან სასიძოს ულტიმატუმი წაუყენა: დაქორწინების შემდგომ წყვილი საცხოვრებლად უცილობლად მის სახლში უნდა გადაბარგებულიყო.მხატვარმა ბოლნესის კაპრიზები სრულად დააკმაყოფილა და სწორედ ამის შემდგომ დაერთო ნება კატარინასთან ჯვრისწერისა.როგორც ვერმეერის ბიოგრაფები ირწმუნებიან,მხატვარზე,მის მეუღლესა და ზოგადად,ვერმეერის პირად ცხოვრებაზე სიდედრს უდიდესი გავლენა ჰქონია.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იანის გარდაცვალების შემდგომ სიძის შედევრი-ნამუშევრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ ბოლნესის ხელში აღმოჩნდა.მათ შორის ვერმეერის საუკეთესო და დასავლური სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთერთი ყველაზე იდუმალებით აღსავსე ტილოდ აღიარებული ნამუშევარი – “სახვითი ხელოვნების ალეგორია”. – (ავტორი გენია.ჯი)
“სახვითი ხელოვნების ალეგორია”