პაულ იოზეფ გებელსი – “ეპიზოდი”
უსაზღვრო პატივმოყვარეობის გრძნობით შეპყრობილი მესამე რაიხის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და ფაშისტური გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი – პაულ იოზეფ გებელსი (1897-1945 წლები),რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის ყველაზე ერუდირებულ პიროვნებად ასახელებდნენ,ბავშვობაში ძვლის ტვინის დაავადებით იტანჯებოდა.აღნიშნულმა დაავადებამ მისი დაკოჭლება გამოიწვია.სწორედ კოჭლობა გახდა მიზეზი იმისა,რომ ეს მიზანთროპი და ანტისემიტზმით გახელებული კაცი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად იქნა ცნობილი სპეციალური კომისიის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ფაქტს იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განიცდიდა.გარდა ძვლის ტვინის დაავადებისა,გებელსს თავის პატარა ტანთან შედარებით ერთობ დიდი თავიც გააჩნდა,რის გამოც თანატოლები მას დაცინვით – “თაგვების პატარა მეფეს” ეძახდნენ (მოგვიანებით – “შხამიანი ჯუჯა” უწოდეს).მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა,ამ 50 კილოგრამი მასის მქონე მიზანთროპს გასაოცარი მჭერმეტყველების უნარი გააჩნდა,რაც საშუალებას აძლევდა ხალხის მასებზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოეხდინა.მას (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) აცოფდებოდა უცხოურ გაზეთებში თავისი კარიკატურების ხილვა.განსაკუთრებით კი იმ კარიკატურას ვერ იტანდა,სადაც პატარა მაიმუნისმაგვარი გებელსის გამოსახულება ჰიტლერის მხრებზე შემომჯდარი იყო აღბეჭდილი.
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ფაშისტური ხელისუფლების პროპაგანდის რაიხმინისტრი თავისი ცხოვრების ადრეულ წლებში ებრაელთა მიმართ ნამდვილად არ გამოირჩეოდა სიძულვილით.ის კი არა და, მის უსაყვარლეს პოეტურ ქმნილებას სწორედ რომ ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანელი პოეტის – ჰაინრიხ ჰაინეს მიერ დაწერილი ლექსების კრებული – “სიმღერების წიგნი” წარმოადგენდა.ცნობილია ისიც,რომ იგი მოხიბლული გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი გერმანელი მკვლევარის – ფრიდრიხ გუნდოლფის მეცნიერული მიღწევებით,რომლის ხელმძღვანელობითაც მოუწია მუშაობა რამდენიმე ხნის მანძილზე.გარდა ამისა,ახალგაზრდულ ასაკში მყოფ მექალთანე გებელსს სასიყვარულო რომანი გააჩნდა ებრაელ გოგონასთან – ანკა შტალჰერმთან.თუმცა დროთა განმავლობაში მისმა მსოფლმეხდველობამ იმდენად დიდი დეფორმაცია განიცადა,რომ სწორედ გებელსი იქცა ებრაელი ხალხის დაუძინებელ მტრად და “ჰოლოკოსტის” საშინელი მოვლენის სულისჩამდგმელად. – (ავტორი გენია.ჯი)