მარიკა რიოკი – “ეპიზოდი”
უნგრული წარმომავლობის მქონე გამოჩენილმა გერმანელმა კინომსახიობმა,მოცეკვავემ და მომღერალმა ქალმა – მარიკა რიოკმა (1913-2004 წლები) განსაკუთრებული პოპულარობა გერმანიაში ნაცისტური ხელისუფლების ზეობის პერიოდში მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,გერმანელი რეჟისორის – გეორგ იაკობის მეუღლის კარიერაში კინოკრიტიკოსები ორ ფილმს გამოარჩევენ.ეს ფილმებია – “ჩემი ოცნების გოგონა” და “ქალები – მაინც ყველაზე კარგი დიპლომატები არიან”.მას შემდგომ,რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს წითელმა არმიამ ბერლინი აიღო,გავრცელდა ცნობა,რომ რიოკთან სასიყვარულო რომანი გააბა წითელი არმიის ერთერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა (მარშალმა).აღნიშნული ინფორმაცია უმალვე მიაწოდეს სტალინს.ბელადს ინფორმატორმა ისიც მიანიშნა,რომ გერმანელ კინომსახიობ ქალთან სასიყვარულო რომანის გამბელი საბჭოთა მარშალი ფაშისტური იდეოლოგიის ზეგავლენის საფრთხის წინაშე იდგა,რაზეც სტალინს გაღიმებია და მრავალმნიშვნელოვნად უთქვამს: ” – არაუშავს,იდეოლოგია სხვაგვარად და სხვაგვარი არხებით ვრცელდებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)