ვასილი ვერეშაგინი – “ომის აპოთეოზი”

“ომის აპოთეოზი” – წარმოადგენს ცნობილი რუსი ბატალისტი მხატვარისა და ლიტერატორის – ვასილი ვერეშაგინის (1842-1904 წლები) მიერ 1871 წელს ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სურათს.ნახატის სიმაღლე 127 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 197 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) ვერეშაგინის შემოქმედების ყველაზე ცნობად და პოპულარულ ტილოზე ასახულია ადამიანის თავის ქალებისაგან აგებული უზარმაზარი პირამიდა,რომელიც განადგურებული ქალაქისა და გადამწვარი ხეების ფონზეა აღბეჭდილი.პირამიდის ირგვლივ ყვავების გუნდი ირევა.შესაძლოა ითქვას,რომ ტილოზე გამოსახული კომპოზიციის თითოეული დეტალი,მათ შორის ყვითელი კოლორიტული გამოსახულება – სიკვდილთან და ყოველივეს მოსრა-განადგურებასთან ასოცირდება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ვერეშაგინმა “ომის აპოთეოზი” 1871 წელს დახატა და სურათს თავდაპირველად, – “თემურლენგის ტრიუმფი” უწოდა.ერთი ვერსიის თანახმად,მხატვარმა აღნიშნული ტილო სისასტიკით სახელგანთქმულ შუააზიელ მხედართმთავრს (საქართველოს დაუძინებელ მტერს) – თემურლენგს დაუკავშირა,რომლის არმიაც დაპყრობილ ტერიტორიებზე სწორედ ასეთივე პირამიდებს აგებდა მათ მიერ მოკლული ადამიანების თავის ქალებისაგან.ისტორიაში ვკითხულობთ: ერთ დღეს “კოჭლ თემურს” ბაღდადიდან და დამასკოდან რამდენიმე ქალი დაუკავშირდა.ისინი თავიანთ ქმრებს ამ უბოროტეს კაცთან უჩიოდნენ,რომ საშინელ ცოდვებსა და გარყვნილებაში იყვნენ ჩაფლულნი.განრსიხებულმა თემურლენგმა ქვეშევრდომებს მომჩივანი ქალების ქმრების მოკვდინება და მათი მოკვეთილი თავების მისთვის მიტანა უბრძანა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც “კოჭლი თემურის” ბრძანება იქნა შესრულებული,მოკვეთილი თავებისაგან აგებული იქნა შვიდი უზარმაზარი პირამიდა,რომელთაგან ერთერთი ვერეშაგინის სურათზეა წარმოდგენილი.

მეორე ვერსიის თანახმად,ხელოვანს “ომის აპოთეოზის” დახატვა თანამედროვე ჩინეთის ავტონომიურ ოლქში განთავსებული ქალაქ-სახელმწიფო – კაშგარის მმართველზე – ვალიჰან-ტორაზე გადმოცემულმა ისტორიამ შთააგონა.მას შემდეგ,რაც ვალიჰან-ტორამ სიკვდილით დასაჯა ერთერთი ებრაელი მოგზაური,ბრძანა,რომ მისი მოკვეთილი თავი სხვა სიკვდილით დასჯილი ადამიანების თავებისაგან აგებული პირამიდის უმაღლეს მწვერვალზე აეტანათ და იქ განეთავსებინათ.

1867 წელს ვერეშაგინი თურქესტანს ეწვია,სადაც გენერალ-გუბერნატორის – კონსტანტინე კაუფმანის განკარგულებაში გადავიდა და პრაპორშჩიკის სამხედრო წოდებაც მიიღო.მხატვრის ცხოვრების სწორედ ამ ეტაპზე იქნა შექმნილი “თურქესტანული სერია” სურათებისა,რომლებმაც მას დიდი მხატვრის სახელი შესძინა.საყურადღებოა “ომის აპოთეოზის” ჩარჩოზე ავტორის მიერ დაწერილი წარწერაც: “ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს – წარსულის,აწმყოსა და მომავლის”.

დღესდღეობით,ვასილი ვერეშაგინის მიერ დახატული ტილო – “ომის აპოთეოზი”,დაცულია მოსკოვში განთავსებულ “ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

ვასილი ვერეშაგინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>