რიჩარდ შერიდანი – “ეპიზოდი”
რიჩარდ შერიდანი (1751-1816 წლები) – წარმოადგენდა ირლანდიური წარმომავლობის მქონე იმ დიდ ინგლისელ დრამატურგს,პოეტს,საზოგადო მოღვაწესა და განუმეორებელი პოემის – “ავსიტყვაობის სკოლის” ავტორს,რომლის ავტორიტეტსაც უდიდეს პატივს მიაგებდა თვით ნაპოელონ ბონაპარტიც კი. (ავტორი გენია.ჯი) 1792 წელს შერიდანს მეუღლე – ელისაბედ ნილნი გარდაეცვალა,რის შემდგომაც მალევე იქორწინა მეორედ – ესტენ ჯენ ოგლზე. 1809 წელს “დრური-ლეინის” თეატრი დაიწვა,რომელსაც რიჩარდი ედგა სათავეში.ამას თან დაერთო პარლამენტში ადგილის დაკარგვა და სრული გაკოტრება.შერიდანი თავისი ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთ საშუალებას მისი ვაჟის – ტომასის მდიდარ ქალზე დაქორწინებაში ხედავდა.მაგრამ მას ბედმა აქაც მწარედ დასცინა,რადგან ტომასს ერთი უბრალო და ღარიბი გლეხის გოგონა შეუყვარდა და მასზე გადაწვიტა დაქორწინება.აღნიშნულმა ფაქტმა შერიდანი ძალიან განარისხა.მან ვაჟს ულტიმატუმი წაუყენა: იგი ან გადაიფიქრებდა ღატაკი ქალის ცოლად შერთვას,ან კიდევ საბოლოოდ დაემშვიდობებოდა მემკვიდრეობას.ინგლისში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,მემკვიდრეობაჩამორთმეულ პირს მშობლებისაგან მხოლოდ ერთადერთი ფუნტი-სტერლინგი გადაეცემოდა,რაც ძალიან კარგად უწყოდა ტომასმა.ტომასმა ისიც კარგად უწყოდა,თუ რა ურთულეს ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიდა მამამისი და, როდესაც მისგან წაყენებული ულტიმატუმი მოისმინა,მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა და რიჩარდს მეტად ირონიულად შეესიტყვა: ” – ძვირფასო მამა,ვვეჭვობ,რომ ამ შემთხვევაშიც კი იმ ერთი ფუნტი-სტერლინგის სესხება მოგიწევს,რომელიც კანონით მეკუთვნის მემკვიდრეობის დაკარგვის შემთხვევაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
რიჩარდ შერიდანი 1816 წლის 7 ივლისს უკიდურეს სიღტაკეში საშინელი დაავადებისაგან მიყენებული ტანჯვა-წამების შედეგად აღესრულა.თუმცა კი,იგი სიკვდილმა არა მხოლოდ ვალებისაგან იხსნა,არამედ ციხეში გამომწყვდევისაგანაც,რაც თავის მხრივ,სწორედ რომ ვალების გადაუხდელობის გამო ემუქრებოდა დიდ ლიტერატორს.მისი სიკვდილი სრული შოკი აღმოჩნდა ინგლისელი საზოგადოებისათვის და, როგორც ხდება ხოლმე,იგი ერთობ ორგანიზებულად და დიდი პატივით მიაბარეს ვესტმინსტერის სასაფლაოს მიწას. – (ავტორი გენია.ჯი)