აბრამ იოფე – “ეპიზოდი”
აბრამ იოფე (1880-1960 წლები) – წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ საბჭოთა ფიზიკოსს,აკადემიკოსსა და “საბჭოთა ფიზიკის მამად” წოდებულ მეცნიერს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პიროვნებაზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ იოფე გასაოცარი ფენომენალური მეხსიერების მატარებელი პიროვნება იყო: მას უზუსტესად ახსოვდა ისეთი ურთულესი და უდიდესი მათემატიკური ფუნქცია,როგორიც გახლავთ – “ლოგარითმების ცხრილი” (ცნობისათვის,პირველი “ლოგარითმების ცხრილი” გამოქვეყნებული იქნა 1614 წელს ჯონ ნეპერის მიერ).მეცნიერთა მტკიცებით,ზრდასრული ადამიანის მეხსიერებას დაახლოებით 20 ათასიდან 100 ათას სიტყვამდე დამახსოვრების უნარი გააჩნია. და თუკი ამ მტკიცებას დავეყრდნობით,ალბათ უფრო მეტად დავრწმუნდებით იმაში,თუ რაოდენ ფენომენალური მეხსიერების პატრონი იყო აბრამ იოფე.მეხსიერების ზღვრის ის რუბიკონი,როგორიც იოფეს გააჩნდა,ისტორიაში მხოლოდ ორმა ადამიანმა გადალახა.პირველი იყო – ალექსანდრე მაკედონელი,რომელსაც ყველა თავისი ჯარისკაცის სახელი ახსოვდა და მეორე – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი,რომლისთვისაც სრულიად საკმარისი იყო ერთხელ მოესმინა მუსიკა,რომ შემდეგ თავადაც აეჟღერებინა იგი. – (ავტორი გენია.ჯი)