ჯეროლამო კარდანო – “ეპიზოდი”
დიდი იტალიელი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და ასტროლოგის – ჯეროლამო კარდანოს (1501-1576 წლები) გარდაცვალების შესახებ მეტად საინტერესო ვერსიაა გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კარდანომ სუფრაზე მყოფი მეგობრებისა და თანამეინახეების თხოვნით შეადგინა საკუთარი ჰოროსკოპი,რის შემდგომაც დაასახელა საკუთარი გარდაცვალების თარიღი.თუმცა,მეორე დღეს გამოფხიზლებულს სრულიად გადაავიწყდა წინა დღით მის მიერ შექმნილი ჰოროსკოპიც და საკუთარი გარდაცვალების თარიღის დასახელებაც.გავიდა რამდენიმე ხანი.შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს (და ეს ის დღე იყო,როდესაც კარდანო მისივე გამოთვლებით რომ უნდა გარდაცვლილიყო) იტალიელ მეცნიერს ის მეგობრები ეწვივნენ სახლში,რომელთაც თავისი გარდაცვალების თარიღი ამცნო სიმთვრალეში.მეგობრებმა ჯეროლიმოს თავისივე შედგენილი ჰოროსკოპი გადასცეს და შეახსენეს რომ სწორედ ამ დღეს უწინასწარმეტყველა მან საკუთარ თავს აღსასრული.პატივმოყვარეობის გამძაფრებული გრძნობით აღსასვსე კარდანომ ჯერ ჰოროსკოპს დახედა,შემდგომ კი მეგობრებს მადლობა გადაუხადა ამ ინფორმაციის შეხსენებისათვის. და როდესაც ჯეროლამო მარტო დარჩა,იმისათვის,რომ მისი წინასწარმეტყველება და ზოგადად,თვითონაც,დასაცინი არ გამხდარიყო,თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა: საწამლავი დალია. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მეორე ვერსიის თანახმად,ჯეროლამოს თავისი აღსასრულის თარიღად 1573 წლის დეკემბრის ერთერთი დღე დაუასახელებია.თუმცა,როგორც ამბობენ,გამოთვლაში შემცდარა და ამას ადასტურებენ იმით,რომ იტალიელი მეცნიერი – 1576 წლის 21 სექტემბერს აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)