რატომ დახვრიტეს პოეტი?

მას შემდგომ,რაც ოფიციალური ცნობების თანახმად, 1937 წლის 18 თებერვალს ინფარქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა (სხვა ვერსიებით ან მოკლეს,ან კიდევ თავი მოიკლა) ბოლშევიკი რევოლუციონერი,პოლიტბიუროს წევრი,“ექსპროპრიაციების” (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი საქართველოში და კრემლის ყურმოჭრილი მონა – სერგო ორჯონიკიძე (1886-1937 წლები),ერთერთმა ჩეჩენმა პოეტმა (სამწუხაროდ,მისი გვარი ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით დავადგინე) მას ლექსი მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) ჩეჩენ ლიტერატორთა ყრილობაზე ორჯონიკიძეზე მიძღვნილი ლექსის გამო ავტორი დიდად შეუქიათ.კოლეგების მიერ ქებით რეტდასხმულ პოეტს კი საკუთარ თავზე,ქცევასა და სიტყვაზე კონტროლი დაუკარგავს და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ასეთი განცხადება გაუკეთებია: ” – როდესაც ამხანაგი სტალინი გარდაიცვლება,მე მასზე გაცილებით უკეთეს ლექსს დავწერო”.

ასეთი სიტყვების ავტორს,მაშინ,როდესაც სტალინი “წითელ იმპერიაში” მასობრივად იყო გაკულტებული,რაღა თქმა უნდა არავინ აპატიებდა თავის განცხადებას, და არც აპატიეს: ყრილობის გასვლიდან რამდენიმე დღეში,ორჯონიკიძეზე ლექსის მიმძღვნელი პოეტი მისივე დაუფიქრებელი სიტყვების გამოისობით ჯერ დააკავეს,შემდგომ კი – დახვრიტეს კიდეც… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>