რადნერ მურატოვი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,სანკტ-პეტერბურგში დაბადებულმა თათრული წარმომავლობის მქონე საბჭოთა მსახიობმა - რადნერ მურატოვმა (1928-2004 წლები) თავისი კარიერის საუკეთესო კინოროლი ყველასათვის საყვარელ ფილმში – “იღბლიან ჯელტმენებში” ითამაშა,სადაც მან – ვასილი ალიბაბაევიჩის პერსონაჟი მართლაც რომ დიდებულად განასახიერა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ რადნერს ძალიან უყვარდა დოღებზე ფსონების დადება (ზოგადად, – აზარტული თამაშები),რის გამოც თავისუფალ დროს ხშირად დადიოდა იპოდრომზე დოღებისათვის თვალყურის სადევნებლად.ასკეტური ცხოვრების წესით გამორჩეულ მურატოვს (იგი მატერიალური საშუალებებიდან მხოლოდ და მხოლოდ წიგნებს აფასებდა) ზემოაღნიშნული გატაცება ოჯახის დანგრევის ფასადაც კი დაუჯდა (მეუღლე – ელენა გაშორდა).სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,უკიდურეს სიდუხჭირეში მაცხოვრებელი რადნერი “ალცჰაიმერის დაავადებით” იტანჯებოდა,რის გამოც მეხსიერების პრობლემები (სკლეროზი) განუვითარდა.მას მუდმივად ავიწყდებოდა არა მხოლოდ უახლოესი ადამიანების სახელები და თარიღები,არამედ ორიენტაციის უნარსაც კი ხშირად კარგავდა.მისი უკიდურესი ეკონომიური გაჭირვების ნათელ მაგალითზე ისიც მეტყველებს,რომ რადნერს სახლში არავითარი ავეჯი არ გააჩნდა.საწოლის უქონლობის გამო კი საძინებლის კარი ჩამოხსნა მასზე ეძინა.გარდა ამისა,სამადლოდ გახსნილ საქველმოქმედო სასადილოში იკვებებოდა.გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე,სკლეროზით დაავადებულ მურატოვს გზა აებნა.იგი სამართალდამცავებმა დემენციის მდგომარეობაში აღმოაჩინეს ქალაქის ერთერთ მოედანზე.მათ დიდი მსახიობი ვერ იცნეს და რადგანაც მურატოვმა ვერც საკუთარი სახელი და ვერც საცხოვრებელი ადგილი ვერ გაიხსენა,იგი ადგილობრივ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.თუმცა სამართალდამცავებისაგან განსხვავებით,ექიმებმა იგი იცნეს და უმალვე გაწერეს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან.

რადნერ მურატოვი 2004 წლის 10 დეკემბერს განმეორებითი ინსულტის მიღების შედეგად გარდაიცვალა მოსკოვში,სადაც იქნა კიდეც დაკრძალული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>