ჯორჯ სტეფენსონი – “ეპიზოდი”

დიდმა ინგლისელმა გამომგონებელმა,ინჟინერ-მექანიკოსმა და “რკინიგზის მამად” წოდებულმა - ჯორჯ სტეფენსონმა (1781-1848 წლები),თავისი პირველი ორთქმავლის პროექტი 1814 წელს შეიმუშავა (ცნობისათვის,ისტორიაში პირველი პრაქტიკულად გამოყენებადი ორთქმავლი გამოგონებული იქნა ინგლისელი გამომგონებლის რიჩარდ ტრევიკის მიერ და მას “მხრჩოლავი ბილის” სახელით მოიხსენიებდნენ). (ავტორი გენია.ჯი) სტეფენსონის მიერ დაპროექტებული ორთქმავლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 6,4 კილომეტრს შეადგენდა.გამომგონებელმა თავის ქმნილებას სახელად – “ბლიუჰერი” შეურჩია.როდესაც ორთქმავლის გამოცდის ჯერი დადგა,ჯორჯი იძულებული გახდა სპეციალურად დაექირავებინა მოკრივეები.ამის მიზეზი კი ის იყო,რომ ადგილობრივი მოსახლეობა ორთქმავალს – “სატანის ცეცხლმტყორცნ ურჩხულს” უწოდებდა და არსებობდა საფრთხე სტეფენსონის ინოვაციური ქმნილების გამოცდის ჩაშლისა.ჯან-ღონით აღსავსე მოკრივეების დაქირავებით გამომგონებელმა ეს საფრთხე თავიდან აიცილა,რადგან გამოცდის მიმდინარეობისას ისინი ორთქმავლის ირგვლივ იყვნენ განლაგებულები. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯორჯ სტეფენსონის ორთქმავალი – “ბლიუჰერი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>