ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი ფიზიკოსი და ელექტროდინამიკის ერთერთი ფუძემდებელი – ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი (1857-1894 წლები),მოზარდობის ასაკში ზეინკლის ხელობას სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც დაეუფლა მას. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ ჰაინრიხის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა და იგი სახელოვან მეცნიერად ჩამოყალიბდა.როდესაც 1885 წელს ჰერცს კარლსრუეს უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი მიენიჭა,დიდი მეცნიერის გახარებულმა დედამ – ბეტი ავგუსტა ოპენჰეიმმა საკუთარი ვაჟის წარმატება იმ ოსტატს ახარა,რომელთანაც მოზარდი ჰაინრიხი დაეუფლა საზეინკო ხელობის ნიუანსებს.თუმცა ოპენჰაიმის გასაკვირად,ოსტატი მის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ერთობ განარისხა. და როდესაც მრისხანება დაიოკა,ყოფილი შეგირდის დედას დანანებით უთხრა: “ეჰ,რაოდენ სამწუხაროა,რომ ისეთი კარგი ზეინკალი დავკარგეთ,როგორიც თქვენი ვაჟი იყო!” – (ავტორი გენია.ჯი)