პერეც ნაფტალის პასუხი დავიდ ბენ-გურიონს…
ისრაელის სახელმწიფოს ერთერთ უმთავრეს დამაარსებელს,ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრს და ისრაელის ისტორიაში ყველაზე “მძიმეწონოსან პოლიტიკოსად” აღიარებულ – დავიდ ბენ-გურიონს (1886-1973 წლები),რამდენიმე პოლიტიკოსი უკიდურეს ავტორიტარ მმართველად ახასიათებდა.თუმცა,როგორც ხდება ხოლმე,თავად ბენ-გურიონი ამ მოსაზრებას არა მხოლოდ არ იზიარებდა,არამედ ასეთი ეპითეტით მოხსენიებაც კი ერთობ ანრისხებდა. (ავტორი გენია.ჯი) ისრაელის სახელმწიფოს ლეგენდად ქცეული პრემიერი ქალის – გოლდა მეირის გადმოცემის თანახმად,დავიდი მოთმინებას კარგავდა,როდესაც მას ადანაშაულებდნენ იმაში,რომ “ისრაელის მუშათა პარტიასა” და ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდებით მართავდა.ერთერთი პარტიული შეკრებისას,ბენ-გურიონს ბრალი დასდეს პარტიის ავტორიტარულ მმართველობაში.განრისხებულმა და იუმორის გრძნობას მოკლებულმა პრემიერმა ტრიბუნასთან თავისი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინიტრს – პერეც ნაფტალის (1888-1961 წლები) უხმო,რომელიც ბენ-გურიონის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ინტელექტუალ წევრად იყო აღიარებული.როდესაც იგი ტრიბუნაზე ავიდა,ბენ-გურიონმა მას ხმამაღლა ჰკითხა: ” – ნაფტალი,მითხარი,ნუთუ მე პარტიულ შეკრებებს არადემოკრატიულად წარვმართავ?” – ნაფტალი დავიდის უჩვეულო შეკითხვამ ცოტა არ იყოს დააბნია,თუმცა იმისათვის,რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური,პრემიერს ერთობ ორიგინალური პასუხი გასცა: ” – მე ასე ვიტყოდი,რომ ჩვენი პარტია ყველაზე დემოკრატიული მეთოდით წყვეტს ხმა მისცეს იმ საკითხების გადაჭრას,რაც უპირველეს ყოვლისა, – თქვენ გსურთ”. – ბენ-გურიონი პერეც ნაფტალის პასუხმა სრულიად დააკმაყოფილა. – (ავტორი გენია.ჯი)
პერეც ნაფტალი