ვერგილიუსი – “ეპიზოდი”

“მანტუელ გედად” წოდებულ გენიალურ ძველ რომაელ პოეტსა და უკვდავი პატრიოტული ეპოსის – “ენეიდას” ავტორს – პუბლიუს ვერგილიუს მარონს (ძვ.წ.აღ-ით 70-19 წლები),თავისი დიდებული შემოქმედების გამოისობით რომის იმპერატორმა – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსმა მუდმივი შემწეობის სახით,ყოველდღიურად – პური დაუნიშნა. (ავტორი გენია.ჯი) გავიდა რამდენიმე ხანი.ერთ დღეს ვერგილიუსს იმპერატორთან განმარტოება მოუხდა,რა დროსაც ოქტავიანემ პოეტს შემდეგი შეკითხვით მიმართა:

- ვიცი,რომ სიტყვაკაზმულობის უდიდესი ოსტატი ხარ,ისიც ვიცი,რომ ნათელმხილველობის გასაოცარი უნარიც შეგწევს.მაშასადამე,შენ ყველაფერი იცი… და ეს თუკი მართლაც ასეა,მაშინ მითხარი,ვინ იყო აწ გარდაცვლილი მამაჩემი?

ვერგილიუსი პასუხზე არც კი დაფიქრებულა,ისე უპასუხა:

- ხაბაზი (მეპურე)!

იმპერატორი დიდი რომაელი პოეტის პასუხმა ერთობ გააოცა:

- საიდან გამოიტანეთ ის დასკვნა,რომ მამაჩემი ხაბაზი იყო?

- მბრძანებელო,ეს დასკვნა იმ ფაქტმა გამომატანინა,რომ თქვენ მუდმივ შემწეობას ყოველდღიურად – პურის სახით მიხდით!

ოქტავიანე კარგად გაერკვა ვერგილიუსის მრავლისმეტყველი პასუხის არსში და მას შემდგომ დიდ რომაელ პოეტს შემწეობის სახით პურის ნაცვლად – ფული დაუნიშნა. – (ავტორი გენია.ჯი)

გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>