ფრიდრიხ ნიცშე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის,კლასიკური ფილოლოგისა და თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების ფუძემდებლის – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან,პფორტას ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მომავალ ფილოსოფოსს ყველაზე მეტად მათემატიკის სწავლა უჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, რომ არა ნიცშეს მაღალი რეპუტაცია და მაღალი შეფასებები კლასიკურ დისციპლინებში,მას მათემატიკაში მიღებული დაბალი ნიშნის გამოისობით,სულაც გამოცდებში ჩაჭრაც კი დაემუქრა.თუმცა იგი გიმნაზიაში ჩარჩენისაგან ერთერთმა პედაგოგმა იხსნა.როდესაც საგამოცდო კომისიის წევრებმა გამოიტანეს გადაწყვეტილება ფრიდრიხისათვის უმდაბლესი შეფასება დაეწერათ,ზემოაღნიშნულმა პედაგოგმა კოლეგებს ერთობ რიტორიკული კითხვით მიმართა: ” – ნება მიბოძეთ,ბატონებო,ჩემი აზრი მოგახსენოთ.ნუთუ ჩვენ მართლა დავუშვებთ იმას,რომ გამოცდებში ჩავჭრათ ის მოსწავლე,რომელიც ყველაზე საუკეთესოა,ვისაც კი ოდესმე პფორტას სკოლაში უსწავლია?” – ნიცშეს ბიოგრაფთა გადმოცემით,სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა ფრიდრიხისათვის დადებითად გამოცდების ჩაბარების საკითხი. – (ავტორი გენია.ჯი)