მარიო პიუზო – “ეპიზოდი”

გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,იტალიური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა მწერალმა,სცენარისტმა და ერთობ გახმაურებული რომანის – “ნათლიას” ავტორმა - მარიო პიუზომ (1920-1999 წლები) ერთერთი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა,რა დროსაც განაცხადა: – მე რომ მაფიოზი ვიყო,ჰოლივუდში ნამდვილ სასაკლაოს მოვაწყობდი და იქ მომუშავე ადამიანების უმრავლესობას საშინლად დავასახიჩრებდიო.

- თუკი ეს მართლაც ასეა,მაშინ რატომ აგრძელებთ სცენარების წერას ჰოლივუდის ფილმებისათვის? – გაიოცა ჟურნალისტმა.

- ამას მეტად მარტივი ახსნა აქვს.ჰოლივუდი იმდენად დიდ ფულს მიხდის ამ საქმისათვის,რომ საკმარისი ვაჟკაცობა არ მყოფნის შემოთავაზებულ ჰონორარზე უარი ვთქვა. – სინანულით აღიარა “ნათლიას” ავტორმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>