ნიკოლოზ გოგოლი – “ეპიზოდი”
1909 წელს მოსკოვში განთავსებულ გოგოლის სახელობის ბულვარში აღმართული იქნა დიდი რუსი მწერლის,პროზაიკოსისა და დრამატურგის – ნიკოლოზ გოგოლის (1809-1852 წლები) პირველი ძეგლი,სადაც ლიტერატორი მეტად “სევდიანი” სახით გახლდათ წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) 1952 წელს საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივით აღნიშნული ძეგლი გადაიტანეს ლიტერატორის მუზეუმის ეზოში,ხოლო მის ადგილას გოგოლის ახალი ძეგლი აღმართეს,რომელზეც ნიკოლოზი ერთობ “მხიარული” გამომეტყველებით იყო აღბეჭდილი.გოგოლის ახალი ძეგლის გახსნას ხელოვნების სხავდასხვა მუშაკებთან ერთად დაესწრო დრამატურგი – იოზეფ პრუტი და რეჟისორი – იური ზავადსკი.ცერემონიის დასრულებისას პრუტმა ზავადსკის გადაულაპარაკა: – მეჩვენება,რომ ის “სევდიანი” გამომეტყველების მქონე კაცი,რომელიც უწინ ამ ადგილას იჯდა,უსიტყვოდ,გახლავთ ავტორი “მკვდარი სულებისა”. – რაზეც იოზეფმა საპასუხოდ მიუგო: – მე კი ვეჭვობ,რომ იმ “მხიარული” გამომეტყველების მქონე კაცს,რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა წამომართული,ოდესმე წაეკითხა მაგ ნაწარმოებიო. – (ავტორი გენია.ჯი)
1909 წელს აღმართული გოგოლის ძეგლი
1952 წელს აღმართული გოგოლის ძეგლი