საველი კრამაროვი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა კინოსა და თეატრის გენიალურმა კომიკოსმა მსახიობმა - საველი კრამაროვმა (1934-1995 წლები) დიდი დავიდარაბის შემდეგ “წითელი იმპერია” დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა საცხოვრებლად. (ავტორი გენია.ჯი) კრამაროვის აშშ-ი ემიგრირების უმთავრეს მოტივად მისი რელიგიური შეხედულებები იქცა.გულმხურვალე იუდეველი მსახიობი ყოველთვის უარს აცხადებდა შაბათ დღეს დაგეგმილ გადაღებებში მონაწილეობაზე და ამ დღეს უმეტესწილად სინაგოგაში ლოცულობდა.შედეგად რეჟისორებმა მისთვის როლების შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.ეს კი თავის მხრივ,კრამაროვისა და მისი ოჯახის ულუკმაპუროდ დატოვებას ნიშნავდა.როგორც მოსალოდნელი იყო,საბჭოთა მსახიობის ამერიკაში ემიგრაციამ იგი “წითელ იმპერიაში” ფაქტობრივად, – “პერსონა ნონ გრატად” აქცია.იმპერიაში გამეფებულმა ცენზურამ საველისათვის მინიჭებული “სახალხო არტისტის” წოდების ანულირება მოახდინა და მისი გვარი ყველა იმ ფილმის ტიტრებიდან ამოშალა,რომელშიც ამ დიდ კომიკოსს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
საველი კრამაროვი 1995 წლის 6 ივნისს 61 წლის ასაკში განმეორებითი ინსულტის შედეგად აღესრულა სან-ფრანცისკოს ერთერთ კლინიკაში.იგი დაკრძალული იქნა ებრაელთა მემორიალურ სასფლაოზე – “მარადიულობის ბორცვზე”.მისი საფლავის ქვა დამზადებული იქნა რუსი წარმომავლობის მქონე ამერიკელი ხელოვანის – მიხეილ შემიაკინის მიერ.მარმარილოსაგან დამზადებული საფლავის ქვას მაგიდის ფორმა გააჩნია.მასზე მოქანდაკემ წარმოადგინა თეატრალური ნიღბები და დახურული ფორმის მქონე წიგნები,რომლებზეც იმ საუკეთესო კინოფილმების სახელებია მითითებული,რომლებშიც კრამაროვმა მიიღო მონაწილეობა.მათ შორის – “იღბლიანი ჯელტმენები”,”თორმეტი სკამი” და “დიდი ცვლილებები”. – (ავტორი გენია.ჯი)
საველი კრამაროვის საფლავი