შარლ-კამილ სენ-სანსი – “ეპიზოდი”
XX საუკუნის გარიჟრაჟზე საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ დიეპში საზეიმო ვითარებაში იქნა გახსნილი დიდი ფრანგი კომპოზიტორის,ვირტუოზი ორგანისტისა და “ფრანგ მენდელსონად” წოდებული – შარლ-კამილ სენ-სანსის (1835-1921 წლები) ძეგლი,რომლის გახსნაზეც მიწვეული იქნა თავად გენიალური მუსიკოსი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ასეთი სახის ღონისძიებებს სენ-სანსი ერთობ ირონიულად უყურებდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებდა მათში მონაწილეობის მიღებისაგას.მიუხედავად ამისა,შარლ-კამილმა საკუთარი ძეგლის გახსნის ორგანიზატორებს უარი ვერ უთხრა და ქალაქ დიეპში გაემგზავრა.ღონისძიებამ კარგად ჩაიარა.ღონისძიების დასასრულს დიდი ფრანგი მუსიკოსის საპატივცემულოდ კონცერტი იქნა გამრთული.კონცერტს რაღა თქმა უნდა სენ-სანსიც დაესწრო და, როდესაც იგი დასრულდა,მუსიკოსმა მეგობარს გადაულაპარაკა: ” – ვერაფერს იზამ,უნდა შევეგუო იმას,რომ მე უკვე ადამიანი კი არა,ნამდვილი – ძეგლი ვარ! როგორც ჩანს,დიეპელებს იმდენად მოაბეზრა თავი ჩემმა მუსიკამ,რომ ისინი ჩემს სიკვდილსაც კი არ დაელოდნენ და ასეთი მეთოდით ეცადნენ მაიძულონ შევწყვიტო მუსიკალური ნაწარმოებების დაწერა”. – (ავტორი გენია.ჯი)