“სარკაზმული ფრაზეოლოგია”
1. “ყველა ამბობს და ამტკიცებს,რომ ფული – “ბოროტებაა”. და თუ ეს მართლაც ასეა,მაშინ მაღაზიაში შესულს არ უნდა მეუბნებოდნენ,რომ პროდუქტის შესაძენად “ბოროტება” არ მყოფნის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ადამიანები ანგელოზები რომ იყვნენ,ხელისუფლების არსებობა საჭიროებას არ მოითხოვდა.ხოლო ადამიანებს რომ ანგელოზები მართავდნენ,ხელისუფლებას კონტროლი არ დასჭირდებოდა”.
* * *
3. “უმჯობესია სამმა მტრულად განწყობილმა მსაჯულმა გამასამართლოს,ვიდრე ოთხმა მეგობარმა მხრებით გამიტანოს”.
* * *
4. “ზოგიერთ ხალხს მშვენიერი ეროვნული თვისება გააჩნია: სასმელი იყოს და დალევის მიზეზი მუდამ მოიძებნება”.
* * *
5. “იარაღის უმთავრესი ჯადოსნური თვისებაა,სხვისი შენად აქციოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “ხელიდან გაშვებული თევზი ყოველთვის დიდი გვეჩვენება”.
* * *
7. ”ფრანგები ამბობენ: “შესაძლებელია მარტივად მოიძებნოს ისეთი ქალი,რომელსაც საყვარელი არასოდეს ჰყოლია,მაგრამ რთულია მოიძებნოს ისეთი ქალი,რომელსაც მხოლოდ ერთი საყვარელი ჰყვასო”.
* * *
8. “თუკი ყველამ დაგივიწყა,ეს იმის მაუწყებელია,რომ არასოდეს არავისთვის არაფერში შეგიშლია ხელი”.
* * *
9. “ადამიანები ძალიან სასაცილოები და უგუნურები არიან: ერთ ნაწილს ნაძირლები უყვარს,მეორე ნაწილს კი საერთოდ არავინ”.
* * *
10. “მითხარი,ვინ არის შენი მეგობარი და მე ვეტყვი მას,ვინ ხარ შენ!” - (ავტორი გენია.ჯი)