მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი მხატვარი და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორი – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო (1571-1610 წლები),რამდენიმე ხნის განმავლობაში საშუალო დონის იტალიელი მხატვარ-მანიერისტის – ჯუზეპე ჩეზარის სახელოსნოში სწავლობდა და მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,შეიძლება ითქვას,რომ მიქელანჯელოს ჯუზეპესაგან ფაქტობრივად არაფერი შეუსწავლია.იგი თავისი პედაგოგის სწავლის მეთოდით მეტად უკმაყოფილო იყო,რადგან ჩეზარი კარავაჯოს შემოქმედებით თავისუფლებას არ ანიჭებდა და მუდმივად აიძულებდა სხვადასხვა სახეობის ხილისა და ყვავილების სურათები დაეხატა (ერთერთი ვერსიით მასწავლებელს თავისი მოსწავლის უზადო ნიჭისაც შურდა).საბოლოო ჯამში მიქელანჯელომ ჯუზეპეს სახელოსნო დატოვა,თუმცა მის მიმართ წყენა ამ ექსტრაორდინალურ გენიოსს მაინც არ განელებია.შესაბამისად,იგი მაქსიმალურად ცდილობდა,რომ სათანადო შემთხვევაში მასზე შემოქმედებითად ეძია შური ეძია. და ეს დღეც დადგა… “მარადიულ ქალაქში” – რომში,სახვითი ხელოვნების გამოფენა იგეგმებოდა,სადაც სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად,კარავაჯოსა და მისი ყოფილი მასწავლებლის – ჯუზეპე ჩეზარის სურათებიც უნდა გამოფენილიყო.სწორედ აღნიშნული გამოფენისას გადაწყვიტა მიქელანჯელომ “შური ეძია” ჩეზარიზე.მან გამოფენის ორგანიზატორებს,რომლებმაც არაფერი უწყოდნენ მასწავლებელსა და ყოფილ შეგირდს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ,სთხოვა,რომ მისთვის მიეცათ უფლება იქ განეთავსებინა თავისი ტილო,სადაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.მას შემდეგ,რაც ხელოვანმა თანხმობა მიიღო,მან ჩეზარის მიერ დახატული სურათის გვერდით განათავსა საკუთარი ტილო,რომელზეც გამოსახული იყო ენა გამოყოფილი გოლიათი აღნაგობის მქონე ყმაწვილი და ეს ისე ოსტატურად იყო შესრულებული,თითქოს სურათზე გამოსახული გოლიათი მის გვერდით განთავსებულ სურათს დასცინოდა და თავისი შექმნელი ოსტატის უპირატესობას უჩვენებდა.ეს შეუმჩნეველი ჯუზეპეს რაღა თქმა უნდა არ დარჩენია,თუმცა კარავაჯოსთან კონფლიქტის გამწვავებას მოერიდა და წყენა გულში დაიმარხა.ასეთი უჩვეულო ფორმით იძია შემოქმედებითი შური გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა თავის ყოფილ მასწავლებელზე. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯუზეპე ჩეზარი