შმუელ იოზეფ აგნონი – “ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე დიდი ებრაელი ნობელიანტი მწერალი – შმუელ იოზეფ აგნონი (1887-1970 წლები) ნამდვილ ეროვნულ კუმირად იქცა სამშობლოში.იერუსალიმში მაცხოვრებელი აგნონის პოპულარობა და ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო,რომ,როდესაც ამ წმინდა ქალაქში ახალი საცხოვრებელი რაიონის – “ტალპიოტის” სამშენებლო სამუშაოები იქნა დაწყებული,ქალაქის მერის – ტედი კოლეკის ბრძანებით,იმ სახლის სიახლოვეს,სადაც ებრაელთა სათაყვანებელი მწერალი ცხოვრობდა,სპეციალურად დადგეს უზარმაზარი მოცულობის მქონე გამაფრთხილებელი ბანერი,წარწერით: “დაიცავით სიჩუმე! აგნონი მუშაობს”. – (ავტორი გენია.ჯი)