იცით თუ არა,რომ
1. ”მოსეს რჯული” მონის ებრაელ პატრონს ავალდებულებდა,რომ ექვსი წლის თავზე უსასყიდლოდ გაენთავისუფლებინა თავის დაქვემდებარებაში მყოფი ებრაელი მონა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ფრანგი მწერალი – ანდრე მარუა (1885-1967 წლები) ირწმუნებოდა,რომ “ქალთან გატარებული დრო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დაკარგულად მიჩნეულიყო”.
* * *
3. გამოჩენილმა ინგლისელმა მწერალმა – ჰერბერტ უელსმა 1921 წელს იწინასწარმეტყველა,რომ მომდევნო ერთი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის იმპერია აღარ იარსებებდა,რის გამოც უდიდესი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ესოდენ “პესიმისტური” პროგნოზისათვის.
* * *
4. როგორც აშშ-ის ერთერთი ღვაწლმოსილი და ლეგენდარული დამფუძნებელთაგანის – ბენჯამინ ფრანკლინის რამდენიმე ბიოგრაფი ირწმუნება,მუშაობის დაწყების წინ იგი შინამოსამსახურეებს სპეციალურად აფრთხილებდა,რომ სამუშაო პროცესში მისი კაბინეტის კარი არავითარ შემთხვევაში არ შეეღოთ.ამის მიზეზი კი ის გახლდათ,რომ ფრანკლინს მუშაობის პროცესში ჩართვა დედიშობილას უყვარდა.ფრანკლინი ამტკიცებდა,რომ შიშველ ადამიანს ფიქრი გაცილებით უკეთესად ძალუძდა,ვიდრე ტანისამოსით შემოსილს.
* * *
5. რომის ოდიოზ იმპერატორს – ნერონს ძალიან უყვარდა ცოცხალი თევზებით სავსე აბაზანაში ბანაობა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – სოკრატეს ცხოვრებისეული დევიზი გახლდათ: “შეიცან თავი შენი!”
* * *
7. უძველეს ათენში განთავსებული აპოლონ დელფოელის ტაძარზე შემდეგი სახის მაქსიმა იყო ამოკვეთილი: “ჩვენს მშობლებს უფრო შეშვენის,რომ საქმით იყვნენ ჩვენი მეხოტბეები, და ამრიგად დაამტკიცონ,მართლაც თვითონვე რომ აღზარდეს კაცურნი კაცნი”.
* * *
8. “მძიმეა,გქონდეს ისეთი სამშობლო,როგორც ნორეგიააო”, – წერდა დიდი ნორვეგიელი დრამატურგი,პოეტი და პუბლიცისტი – ჰენრიკ იბსენი.
* * *
9. გენიალური ესპანელი მხატვარი – სალვადორ დალი მიიჩნევდა,რომ არა მხოლოდ მის შემოქმედებას უნდა გაეოგნებინა ადამიანები,არამედ მთელ მის საქციელებსა და ცხოვრების წესსაც,რასაც “შესანიშნავად” ართმევდა კიდეც თავს.
* * *
10. სიცოცხლის უკანსაკნელ ეტაპზე,დიდი ამერიკელი პოეტი და ინტელექტუალი – ეზრა პაუნდი,თავის შემოქმედებას უკიდურესად აგდებულად ეკიდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)