თეოდორ ჟერიკო – “ეპიზოდი”
ერთ დღეს ყმაწვილურ ასაკში მყოფმა მომავალმა დიდმა ფრანგმა მხატვარმა – ჟან ლუი ანდრე თეოდორ ჟერიკომ (1791-1824 წლები) გამოჩენილ ფრანგ ბატალისტ მხატვარს – ფრანსუა ჟერარს აუწყა,რომ შორეულ აღმოსავლეთში აპირებდა მოგზაურობას. (ავტორი გენია.ჯი)
- არაფერი მესმის. – გაიოცა ჟერარმა, – თქვენ ძალიან მდიდარი და ბრწყინვალე ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი ხართ.კიდევ რა გსურთ შეიძინოთ,სადღაც შორეულ მხარეში მოგზაურობით? რა არ გაკმაყოფილებთ აქ?
- მსმენია,რომ შეუძლებელია,გახდე ჭეშმარიტი მხატვარი,თუკი რამ უსიამოვნება არ შეგემთხვა და არ დაზარალდი! – უპასუხა ჟერიკომ.
- ეჰ,ჩემო ძფირფასო,პატარა მეგობარო, – გაეღიმა ფრანსუას, – რა საჭიროა შორეულ მხარეში ეძიო ზედმეტი უსიამოვნებები?! ამ საკითხზე ნამდვილად არა გაქვს სანერვიულო: როგორც კი კარგი მხატვარი დადგები,როგორც ხდება ხოლმე,უსიამოვნებები თავად მოგძებნიან! – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანსუა ჟერარი