დიმიტრი შოსტაკოვიჩი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი კომპოზიტორის,პიანისტისა და მუსიკოსის - დიმიტრი შოსტაკოვიჩის (1906-1975 წლები) ცხოვრებაში მრავალი საინტერესო შემთხვევა იყო დაფიქსირებული.ერთერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა შოსტაკოვიჩისა და საქართველოში დაბადებული სახელოვანი რუსი პოეტის – ვლადიმერ მაიაკოვსკის პირველი შეხვედრა და გაცნობა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი კარიერის ზენიტში მყოფ მაიაკოვსკის კოლეგებმა ერთი ახლაგაზრდა კაცი (შოსტაკოვიჩი) იმედის მომცემ მუსიკოსად წარუდგინეს.ვლადიმერმა მის წინ მოწიწებით მდგომი ახლაგაზრდა კარგად შეათვალიერა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,თავისი უპირატესობის დასადასტურებლად მომავალ კომპოზიტორს გაშლილი ხელი კი არ გაუწოდა ჩამოსართმევად,არამედ მხოლოდ – ორი თითი.ამ შეურაცხმყოფელმა და დამამცირებელმა ჟესტმა დიმიტრი ერთობ გააბრაზა,თუმცა მან საკუთარი თავის ხელში აყვანა შესძლო და საპასუხოდ,ვლადიმერის მიერ გამოწვდილ ორ თითს,თავად, – ერთი თითი შეაგება.მაიაკოვსკი შოსტაკოვიჩის ერთობ ორიგინალურმა საპასუხო ქმედებამ დაარწმუნა,რომ მის წინაშე მოწიწებით მდგომ ახალგაზრდა მამაკაცში თავმოყვარეობის გრძნობა საკმარისად იყო გამძაფრებული: ” – ახალგაზრდავ,ვფიქრობ,რომ თქვენ ძალიან შორს წახვალთ”, – მიმართა მან დიმიტრის და მას,როგორც წესი და რიგია,ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა.ასე გაიცნო ერთმანეთი ორმა დიდმა ხელოვანმა.
მოგვიანებით შოსტაკოვიჩი აღნიშნავდა,რომ ვლადიმერი სულაც არ იყო ისეთი ამპარტავანი,როგორც ეს მას გაცნობისას მოეჩვენა და ხაზს უსვამდა იმას,რომ მაიაკოვსკი ძალიან ყურადღებიანი,დამთმობი და სასიამოვნოდ საურთიერთობო ადამიანი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ მაიაკოვსკი