ინდური ზამბარი
ინდური ზამბარი – წარმოადგენს ირმისებრთა გვარის ძუძუმწოვარა ცხოველს. (ავტორი გენია.ჯი) მათი გავრცელების არეალებია – ავღანეთი,ნეპალი,ნაგლადეში,შრი-ლანკა,ჩინეთის დასავლეთი რეგიონები,პაკისტანი,ირანი,ტაივანი და ინდონეზიური კუნძულები – ბორნეო და სუმატრა.გარდა ამისა,ინდურმა ზამბარებმა კარგად გაიარეს აკლიმატიზაცია ისეთ ქვეყნებშიც,როგორებიცაა – აშშ-ი,აზერბაიჯანი,ავსტრალია,თურქეთი,ჩილე და ახალი ზელანდია.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აღნიშნული ქვესახეობის ირმები ინდოეთის უნიკალურ ბუნებაში არსებულ სხვა ქვესახეობის ირმებს შორის ყველაზე დიდი ფიზიკური მონაცემებით არის გამორჩეული.მათი სახეულის სიმაღლე – 102 სანტიმეტრიდან 160 სანტიმეტრამდე მერყეობს.მამრების საშუალო მასა 100-350 კილოგრამია.თუმცა ბუნებაში შესაძლოა ვიხილოთ 540 კილოგრამი მასის მქონე ეგზემპლარებიც.გააჩნიათ ერთობ დიდი მოცულობის მასიური რქები (მკვლევარების მტკიცებით,დღემდე აღმოჩენილი ინდური ზამბარების რქებიდან ყველაზე დიდი რქების სიგრძე – 1 მეტრსა და 29 სანტიმეტრს შეადგენს).კუდი – 22-35 სანტიმეტრი სიგრძის მქონე აქვთ.შეფერილობა შესაძლოა გააჩნდეთ,როგორც მოყვითალო-ყავისფერი,ასევე მუქი ნაცრისფერიც.მამრი ეგზემპლარები ძირითადად მარტოხელა ცხოვრების წესს მისდევენ.მდედრები კი მცირე ჯგუფებად ბინადრობენ.გამოირჩევიან ცურვის საკმაოდ კარგი უნარით. (ავტორი გენია.ჯი) ინდური ზამბარის მაკეობის პერიოდი რვა თვეს გრძელდება და როგორც წესი,ერთ 8 კილოგრამამდე მასის მქონე შველს ბადებს.იკვებებიან ბალახით,ფოთლებითა და სხვადასხვა სახეობის ხილის ნაყოფით.მტაცებელთაგან მოსალოდნელი საფრთხის გამოისობით,დღის პერიოდში ძირითადად,მასიურ ტყეებსა და ტევრებს აფარებენ თავს,რის გამოც საკვბეის მოპოევება ღამით უწევთ.მიუხედავად მათი სიდიდისა,გააჩნიათ ერთობ ჩუმად გადაადგილდების უნარი.საბედნიეროდ,სხვა უამრავი სახეობის ცხოველისაგან განსხვავებით,ინდური ზამბარი გადაშენების საფრთხის წინაშე არ დგას. – (ავტორი გენია.ჯი)