ზურაბ კიკნაძე – “იუდა ისკარიოტელი”

“ისევ და ისევ ვუბრუნდებით ფიქრს სამარადჟამოდ დაწყევლილ იუდაზე,სიმონის ძეზე,ისკარიოტელზე… ნამდვილად სასაცილოა იმის ფიქრი,რომ მისი საქციელი ვერცხლისმოყვარეობა იყო.იმ საქმისთვის,რაც გარდაუვალად უნდა აღსრულებულიყო,არ უნდა ჰქონოდა არსებითი მნიშვნელობა მოტივს,სიხარბე იქნებოდა,თუ მოძღვრისადმი სიძულვილი,რაც უნდა გამოვრიცხოთ.იესოს სიტყვები “რასაც აკეთებ,მალე გააკეთე” იუდას მიმართ მას შემდეგ არის ნათქვამი,რაც მასში სატანა შევიდა პურის ნატეხთან ერთად,რომელიც იესომ ამოაწო ღვინოში და მისცა მას.რატომ დაუკავშირდა ერთამენთს ზიარება და სატანის შესვლა,ეს ჩვენს გაგებას აღემატება.მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მათეს სახარებიდან იგივე სული,აწ ეშმაკის (ბერძნული – დიაბოლოს) სახელით,რომელმაც უდაბნოში სცადა იესოს გამოცდა.ის კი არ შევიდა განსაცდელში.ერთმა იესომ უწყოდა,იუდას მოტივი,მაგრამ იქნებ ჩვენც როგორმე მივხვდეთ,რაკი მასში უკვე ის განსაცდელი (დიაბოლოს) იმყოფებოდა,რომელიც ცდილობდა იესოს გამოცდას უდაბნოში.იესოს გაცემით ახლა იუდას სურდა გამოეცადა ჭეშმარიტება: თუ შენ ნამდვილად ის ხარ,რადაც თავს ასაღებ,ანგელოზებმა დაგიფარონ და გიხსნან შუბოსანთა ხელიდან.იმ მისთვის საბედისწერო ღამით,როცა მან პროვიდენციას უნებური სამსახური გაუწია,ვერ დაინახა იესოს შემწე ანგელოზები (როგორც სატანამ მაშინ უდაბნოში),მაგრამ ხომ დაინახა,როგორ ჩამოათალა იესოს ერთერთმა მისმა თანმხლებმა მომხვდურს ყური,იესომ კი დაუყონებლივ გაუმრთელა, და ეს სიტყვებიც მოისმინა: “იქნებ გგონია,არ შემეძლოს შევევედრო ჩემს მამას,რომ ახლავე დამიყენოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც? აბა,როგორ აღსრულდება წერილი,ეს რომ არ მოხდეს?” იუდა დარწმუნდა იმაში,რომ ეს უნდა მომხდარიყო,იმასაც მიხვდა,რომ ეს მისი ხელით გაკეთდა და იმ წამს უთუოდ ყოველგვარ სასოს წარუკვეთდა იმ სიტყვების გახსენება,რომლებიც სერობისას გაიგონა იესოსგან,მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიუქცევია მათთვის: “ვაი იმ კაცს,ვის მიერაც გადაიცემა ძე კაცისა.უჯობდა იმ კაცს არ დაბადებულიყო”.ამ ფრაზებში სამგზის განმეორებული “კაცი” (ანთროპოს) საკმარისი უნდა გამხდარიყო იმისათვის,რომ იუდას ჩაედინა ის,რაც ჩაიდინა,ვერცხლი რომ მიუყარა მღვდელმთავრებს და შიშთვილიბა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>