ევრიპიდე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ძველ ბერძენი ტრაგიკოსი და დრამატურგი - ევრიპიდე (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები),განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა ათენელებში და ათენის საპატიო მოქალაქესაც წარმოადგენდა.მიუხედავად საზოგადოებრივ ასპარეზზე მიღწეული უდიდესი წარმატებისა,წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მის პირად ცხოვრებას. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,ევრიპიდე დაქორწინებული გახლდათ – ქლოირინაზე,რომელთან თანაცხოვრებაშიც სამი ვაჟი შეეძინა.თუმცა მას შემდგომ,რაც გაიგო,რომ მეუღლე ღალატობდა,მასთან განქორწინდა.მალევე დიდმა ძველ ბერძენმა ტრაგიკოსმა მეორედაც იქორწინა.ამჯერად მისი რჩეული,ქალწული – მელიტა გახდა.მაგრამ ბედმა ევრიპიდეს აქაც მწარედ დასცინა: მელიტა მეუღლისაგან განსხვავებით,ერთობ ქარაფშუტა და არასერიოზული ხასიათის მქონე ქალი აღმოჩნდა,რამაც დრამატურგი იძულებული გახადა მეორე ქორწინებაც პირველის მსგავსად გაეწყვიტა (ერთერთი ვერსიით,მელიტა თავად გაიქცა მეუღლისაგან).როგორც ევრიპიდეს ბიოგრაფები ირწმუნებიან,სწორედ ამის შემდგომ ჩამოუყალიბდა მას სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულება. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,ტრაგიკოსის ქალთმოძულეობას დაცინვა დაუწყო დიდმა ძველ ბერძენმა კომედიოგრაფმა და “კომედიის მამად” წოდებულმა – არისტოფანემ.თავის მხრივ კი,ევრიპიდე შანსს არ უშვებდა ხელიდან,მის მიერ შექმნილ შედევრებში სუსტი სქესის წარმომადგენლებზე არ დაეცინა და აბუჩად არ მოეხსენებია ისინი.ერთერთ ნაწარმოებში მან ზევსის მიმართ საყვედურის თქმაც კი გაბედა იმის გამო,რომ ძველ ბერძენთა უზენაესმა ღმერთმა ქალის სახით სამყაროს “უდიადესი უბვედურება” მოუვლინა.გარდა ამისა,ევრიპიდემ მამაკაცებს შემდეგი სახის გაფრთხილებცა დაგვიტოვა: “არასოდეს ენდოთ ქალს,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ის სიმართლეს ლაპარაკობსო”.
გადმოცემის თანახმად,მანდილოსნებისადმი ესოდენ უარყოფითმა დამოკიდებულებამ და მათზე გამუდმებულმა თავდასხმებმა იმდენადაც კი აღაშფოთა ათენელი ქალბატონების ერთი ნაწილი,რომ ტრაგიკოსს ისინი თავს დაესხნენ და მოკვლაც კი დაუპირეს.საბედნიეროდ,”მედეას” ავტორი იმან იხსნა,რომ საჯაროდ დადო ფიცი თავდამსხმელთა წინაშე – აღარასოდეს გამოვხატავ ჩემს გულისწყრომას თქვენი სქესის წარმომადგენლების მიმართო. – (ავტორი გენია.ჯი)