ვილჰელმ კაიტელი – “ეპიზოდი”
მრავალი ისტორიკოსის მტკიცებით,ვერმახტის მთავრსარდალი და გენერალ-ფელდმარშალი – ვილჰელმ კაიტელი (1882-1946 წლები) ყველა სხვა ფაშისტი მაღალჩინოსანისგან არა მხოლოდ უმაღლესი სამხედრო წოდებით ყოფილა გამორჩეული,არამედ თავისი გასაოცარი მონური მორჩილებითაც ადოლფ ჰიტლერისადმი.კაიტელის ბიოგრაფები წერდნენ,რომ,როდესაც იგი ფიურერს ესაუბრებოდა,მისი თვალები მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს გამოხატავდნენო, და ეს ერთი რამე იყო – “რას ინებებთ,მბრძანებელოო?” – თუკი მარტინ ბორმანს – “ჰიტლერის ჩრდილად” მოიხსენიებდნენ,კაიტელს ჰიტლერისადმი გამოჩენილი მონური მორჩილების გამოისობით,დაცინვით – “ლაქიატელი” შეარქვეს. – (ავტორი გენია.ჯი)