ჰენრი V ლანკასტერი – “ეპიზოდი”
ისტორიკოსთა ცნობით,თავისი სისასტიკითა და მებრძოლი ბუნებით განთქმულ ინგლისის მეფეს – ჰენრი V ლანკასტერს (1388-1422 წლები) ერთი მეტად უჩვეულო ჰობი ჰქონია.“ნისლიანი ალბიონის” მონარქს განსაკუთრებით იტაცებდა ხანძრების გაჩენა და შემდგომ მასზე თვალყურის ხანგრძლივი დროით დევნება.ლაშქრობებისას ლანკასტერი თავის ქვეშევრდომებს სპეციალურად ავალებდა,რომ მისი არმიის უძლეველობის დასადასტურებლად,ყველაფერი გადაეწვათ რასაც კი გზაზე გადაეყრებოდნენ.ჰენრის ომი ხანძრის გარეშე ვერ წარმოედგინა,რასაც მისივე ნათქვამიც მოწმობს: ” – ომი ხანძრის გარეშე იგივეა,რაც ძეხვი მდოგვის გარეშეო”. – (ავტორი გენია.ჯი)