აგათა კრისტი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დეტექტივების ჟანრის დიდმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა - აგათა კრისტიმ (1890-1976 წლები) სახელოვანი ინგლისელი არქეოლოგი – მაქს მელოუენი 1930 წელს ერაყში მოგზაურობისას გაიცნო.მოგვიანებით წყვილმა იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქორწინება თავის მხრივ,ლიტერატორი ქალისათვის,რიგით მეორე ქორწინება გახლდათ.აგათას პირველი მეუღლე მასზე ორი წლით უფროსი იყო, და ეს მაშინ,როდესაც მისი მეორე რჩეული კრისტიზე 15 წლით უმცროსი მამაკაცი გახლდათ.მიუხედავად ამისა,წყვილი თავს მაინც ძალიან ბედნიერად მიიჩნევდა და აგათას გარდაცვალებამდე სრულ იდილიაშიც თანაიცხოვრა.ერთ დღეს დიდმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა უახლოეს მეგობრებს თავის მეუღლესთან ასაკობრივი სხვაობის შესახებ ხუმრობით ასეთი რამ განუცხადა: ” – არქეოლოგი – ერთადერთი პროფესიის მქონე მამაკაცია ამქვეყანად,რომელიც ქალში ასაკს აფასებს.რაც უფრო ხანდაზმულია თავისი მეუღლე – მით უფრო საინტერესო ხდება იგი მისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
აგათა კრისტი და მაქს მელოუენი