“დამაკვირდი”

1. “ორი ადამიანის გაკეთებული ერთი და იგივე საქმე არ არის ერთი და იგივე.რატომ? იმიტომ,რომ ორი ადამიანი არ არის ერთი და იგივე ადამიანი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება,წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე,როგორც იმსახურებს.ორმოცი დარტყმა აკმარონ,მეტს ნუ დაარტყამენ,თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს,დამცირდება შენს თვალში შენი ძმა”. – ძველი აღთქმიდან

* * *

3. “ყველაზე მეტად სულიერების უნდა გესმოდეს და არა ყოფიერების სიმძიმილის”. – ჯანო ჯიქიძე

* * *

4. “ბრბო განა სიმართლეს დაეძებს? ის მხოლოდ წამხედურობით ბღავის ცხვარივით და, რად ბღავის და რას,თვითონაც არ იცის”. – აკაკი წერეთელი

* * *

5. “ადამიანი არ გაჩენილა მონად და ბატონად,ჩაგრულად და მჩაგვრელად.ეს ბოროტება კაცობრიობის ისტორიამ მოიტანა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. “თავისუფლების მშოვნელი ამ ქვეყნად მარტო თოფია”. – ილია ჭავჭავაძე

* * *

7. “დროის წვეტებს სახიდან ვერ ჩამოიფერთხავ – ეს ხომ წვიმის წვეთები არ არის.ისინი სამუდამოდ რჩებიან”. – მილორად პავლიჩი

* * *

8. “გაუმარჯოს იმას,ვისაც ჰგონია,რომ ღია კარი დაპატიჟების ნიშანია”. – ჰერბერტ პერკმანი

* * *

9. “მე ჭკუის წვეთი მირჩევნია იღბლის ზღვას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. “ზოგიერთ ადამიანზე შთაბეჭდილება რომ მოახდინო,საჭიროა საკუთარი მრისხანების დემონსტრირება”. – ტომას ჰარისი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>