ალექსანდრე ჰუმბოლდტი – “ეპიზოდი”
ლათინოამერიკაში მოგზაურობის დროს,გამოჩენილ გერმანელ ბუნებისმეტყველს,ენციკლოპედისტსა და გეოგრაფს - ალექსანდრე ჰუმბოლდტს (1769-1859 წლები) გასაუბრება მოუხდა ერთერთ ადგილობრივთან,რომელმაც მეცნიერს მის მიერ შემუშავებული ძალიან საინტერესო თეორია ჩამოუყალიბა სამყაროში არსებული ოთხი ტიპის ადამიანების შესახებ:
პირველი: ის,რომელმაც რაღაც იცის და იცის,რომ მან ეს იცის – განათლებული ადამიანია;
მეორე: ის,რომელმაც რაღაც იცის და ამის შესახებ არაფერი იცის – ასეთ ადამიანს სძინავს და შეფხიზლება ესაჭიროება;
მესამე: ის,რომელმაც არაფერი იცის,მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცის – ასეთ ადამიანს დახმარება სჭირდება;
…და ბოლოს,მეოთხე: ის,რომელმაც არაფერი იცის და რომლისთვისაც უცნობია,რომ ეს არ იცის – არის სულელი ადამიანი,რომელსაც ვერაფრით დაეხმარები. – (ავტორი გენია.ჯი)