ლუი ფრანსუა არმან დიუ პლესი რიშელიე – “ეპიზოდი”

როგორც ფრანგული ენციკლოპედიიდან ვგებულობთ, 1758 წელს ბრიტანეთის არმიამ ალყაში მოაქცია ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ კუნძულ – მენორკაზე მდებარე ქალაქი – მაონი (ადმინისტრაციული ცენტრი),რომელიც იმ პერიოდში ფრანგებს ეკავათ. (ავტორი გენია.ჯი) მაონი თავის დროზე საფრანგეთის მარშალმა და კარდინალი რიშელიეს ნათესავმა,ჰერცოგმა – ლუი ფრანსუა არმან დიუ პლესი რიშელიემ (1696-1788 წლები) დაიპყრო და თავად ხელმძღვანელობდა მის დაცვასაც.ხანგრძლივმა ალყამ ქალაქში პროდუქტების დიდი დეფიციტი გამოიწვია.ორად-ორი საკვები პროდუქტი,რაც ფრანგებს შემორჩათ – კვერცხი და ზეითუნის ზეთი იყო.შესაბამისად,რიშელიეს მზარეული ჰერცოგს ყოველდღიურად ამ ორი იდეგრიენტისაგან დამზადებული ერთი და იგივე კერძით – “შემწვარი კვერცხით” უმასპინძლდებოდა,რამაც ფრანგი დიდებული ერთობ აღაშფოთა.ერთ დღეს მან მზარეულს თავისთან უხმო და დაემუქრა,რომ თუ კიდევ ერთხელ გაბედავდა და მას კერძად შემწვარ კვერცხს მიართმევდა,უცილობლად – ჩამოახრჩობდა.რიშელიეს მუქარამ მზარეული სასოწარკვეთილებაში ჩააგდო,თუმცა გამოსავალი მაინც იპოვა: ჩამოხრჩობის საფრთხის წინაშე მდგომმა მზარეულმა ზეითუნის ზეთი,კვერცხის გული,ძმარი,მდოგვი,სანელებლები და შაქარი ერთმანეთში შეაზავა და ამ მეთოდით სრულიად ახალი საკვები პროდუქტი (ცივი საწებელი) მიიღო,რომელსაც მოგვიანებით – : “მაიონეზი” უწოდეს.

 ჰერცოგი რიშელიე მზარეულის ინოვაციური პროდუქტით ერთობ აღფრთოვანდა და სწორედ ამ დროს წარმოსთქვა დამსწრე საზოგადოების წინაშე თავისი ყველაზე ცნობილი სიტყვები: ” – ჭეშმარიტად,თუკი გსურს ადამიანი აიძულო თავით იმუშაოს,მის კისერს უნდა დაემუქროო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>