ჯესი ოუენსი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ამერიკელი ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა,რომ ფენომენალური შესაძლებლობების მქონე ოთხგზის ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში – ჯესი ოუენსი (1913-1980 წლები) 2 000 დოლარიანი სანაძლეოს გამოისობით (არც მეტი და არც ნაკლები) – ცხენს გაეჯიბრა სირბილში და დაამარცხა იგი,სპორტსმენი პრესის უდიდესი კრიტიკის ქვეშ მოექცა. (ავტორი გენია.ჯი) ოლიმპიურ ჩემპიონს,რომელსაც 1936 წელს ბერლინში გამართულ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ,როგორც შავკანიანს,ხელი არ ჩამოართვა ადოლფ ჰიტლერმა,ამერიკულმა მედიამ ოლიმპიელისათვის შეუფერებელ და უღირს საქციელში დასდო ბრალი.ერთერთი პრესკონფერენციისას აღნიშნული საკითხის შესახებ ოუენსმა ჟურნალისტების წინაშე გულწრფელად აღიარა თუ რა იყო უმთავრესი მიზეზი სირბილში მისი ცხენთან გაჯიბრებისა: ” – მიიჩნევენ,რომ ოლიმპიური ჩემპიონისათვის ჩემი საქციელი დამამცირებელი და შეუფერებელი ქმედებაა,თუმცა გთხოვთ,კარგად გამიგოთ, – მაქვს ოთხი ოლიმპიური ოქროს მედალი,რომელთა შეჭმა მე არ შემიძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>