რა ბედი ეწია კარდინალი რიშელიეს ნეშტს?

1642 წლის 4 დეკემბერს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 57 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთერთ ყველაზე “უდიადეს ინტრიგანად” წოდებული საფრანგეთის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე,კარდინალი - არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე. (ავტორი გენია.ჯი) მისი გავლენა სახელმწიფოზე და ზოგადად,ფრანგ ხალხზე,იმდენად დიდი იყო,რომ ამ ოდესღაც “ყოვლისშემძლე” კაცის ნეშტს სიკვდილის შემდგომაც კი არ მიანიჭეს მშვიდად განსვენების უფლება… 1793 წლის დეკემბრის თვეში,ანუ საფრანგეთში რევოლუციის ქარიშხალის მძვინვარების პერიოდში,პარიზის ლათინურ კვარტალში განთავსებულ სორბონის უნივერსიტეთან არსებულ ტაძარში,სადაც დაკრძალული გახლდათ რიშელიეს ცხედარი,გამძვინვარებული ბრბო საშინელი ყიჟინის ფონზე შეჭირა.ეგზალტირებულმა ბრბომ სულ რამდენიმე წუთში გაანადგურა სახელოვანი ფრანგი მოქანდაკის – ჟირარდონის მიერ შექმნილი კარდინალის მარმარილოს საფლავი.გარდა ამისა,ვანდალებმა გახსნეს საფლავიც,რის შემდეგაც რიშელიეს ბალზამირებული ნეშტი ამოღიღეს და დაანაწევრეს.სწორედ ამ პერიოდში დაიკარგა კარდინალის ნეშტის დიდი ნაწილი. (ერთერთი ვერსიის თანახმად,ვანდალებმა რიშელიეს ნეშტის რამდენიმე ნაწილი ქუჩაში მოთამაშე ბავშვებსაც კი მიუგდეს სათამაშოდ).

საფრანგეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, – ნაპოლეონ III-მ ბრძანა,რომ სორბონის ტაძარში აღედგინათ კარდინალის იავარქმნილი საფლავი. 1866 წლის 15 დეკემბერს გამართული იქნა რიშელიეს ნეშტის დაკრძალვის გზანდიოზული ცერემონია.თუმცა-კი უნდა შევნიშნოთ,რომ კარდინალის საფლავში ნეშტის მხოლოდ ის ნაწილები იქნა დაკრძალული,რომელიც 1793 წლის ბარბაროსულ ქმედებას გადაურჩა სასწაულებრივად.ამ მოვლენიდან 102 წლის გასვლის შემდგომ, 1968 წლის მაისის თვეში სორბონის უნივერსიტეტის რექტორატში გამძვინვარებული სტუდენტების ერთი ნაწილი შეიჭრა,რომლებმაც ფილიპ დე შამპენის მიერ დახატული რიშელიეს უზარმაზარი ტილო გაანადგურეს. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდეგ ისინი სორბონის ტაძარშიც შეიჭრნენ,თუმცა იმ დროს კარდინალის საფლავის რესტავრაცია მიმდინარეობდა (საფლავიდან ამორებული იყო ნეშტის ნაწილები) და ამიტომაც გადაურჩა იგი კიდევ ერთხელ განადგურებას.

1971 წელს მეხუთე რესპუბლიკის კულტურის მინისტრის – ჟაკ დიუამელის პირადი ინიციატივით ჩატარდა რიშელიეს ნეშტის განმეორებითი დაკრძალვის ცერემონია რესტავრირებულ საფლავში.თუმცა ამ დროისათვის საფრანგეთის “ყოვლისშემძლე” მინისტრის სრული ნეშტიდან დარჩენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ – თავის ქალა,თითები და რამდენიმე ღერი თმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კარდინალი რიშელიეს საფლავი (თანამედროვე ეპოქა)

სორბონის ტაძარი,სადაც დაკრძალულია კარდინალი რიშელიე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>