ამონარიდი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”
„ – ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი – ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპოდენტი, – ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რას – ესააა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ხანდახან… ბნელი ღამით, უეცრად გაღვიძებულს უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგებათ სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა… ეს ერთადერთია, რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით, ოჰოჰო, ხალხში, აუჰ რა გულზე ხართ, ფრუტუნით იბანთ პირს, საუზმობთ და შებოლილ ძეხვს ისე ღონივრად ღეჭავთ, თითქოს რკინა იყოს, ერთმანეთს ხვდებით და ზოგი უფროსი ბრძანდებით, ზოგიც – უმცროსი, არ არსებობს ტოლი”. – (ავტორი გენია.ჯი)