უილიამ სომერსეტ მოემი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ინგლისელი დრამატურგი,მწერალი და 1930-იანი წლები ერთერთი ყველაზე წარმატებული პროზაიკოსი – უილიამ სომერსეტ მოემი (1874-1965 წლები) ძალიან ხშირად სტუმრობდა თეატრებს საკუთარი პიესების საყურებლად. (ავტორი გენია.ჯი) ბრიტანული დაზვერვის აგენტი-ლიტერატორი,რომელიც მუშაობის დაწყების წინ საწერ მაგიდას ყოველთვის ყრუ კედელთან დგამდა,რათა მუშაობის პროცესში არაფერს გაეფანტა მისი ყურადღება,თავის ხშირ ვოიაჟებს საკუთარი პიესების პრემიერებზე მოემი შემდეგი გარემოებით ხსნიდა: “არასოდეს წავიდოდი თეატრში ჩემი პიესების საყურებლად,არც საღამოს პრემიერებზე და არც სხვა საღამოებზე,რომ არ ჩამეთვალა საჭიროდ შემემოწმებინა მათი ზემოქმედება პუბლიკაზე,რათა ამ საშუალებით კიდევ უფრო შემესწავლა,როგორ უნდა დამეწერა მომავალში ჩემი ლიტერატურული ქმნილებები”. – (ავტორი გენია.ჯი)