ლუის ფედერიკო ლელუარი – “ეპიზოდი”
დიდი არგენტინელი ბიოქიმიკოსი,ექიმი და პირველი ესპანურენოვანი ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში – ლუის ფედერიკო ლელუარი (1906-1987 წლები),რომელმაც პირველმა აღმოაჩინა “შაქრის ნუკლეოტიდი”,ერთობ გურმანი პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა მრავალი ქიმიური აღმოჩენისა,ასევე მის სახელთან ასოცირდება ისეთი პოპულარული არგენტინული სოუსის შემნაც,როგორიცაა – “სოუსი გოლფი”.აღნიშნული სოუსი დღემდე უდიდესი მოწონებით სარგებლობს არა მხოლოდ არგენტინაში,არამედ აშშ-ი,სადაც მას – “Thousand Island dressing”-ის სახელით მოიხსენიებენ,კოლუმბისა და ჩილეში (ვარდისფერი სოუსს უწოდებენ).საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ უდიდესი მეცნიერის მიერ შექმნილი ესოდენ პოპულარული სოუსი შეტანილი იქნა კულინარიულ ანალებშიც.ის 80 000 შვეიცარიული ფრანკი,რომელიც ლელუარმა როგორც ნობელის პრემიის ლაურეატმა მიიღო,სრულად მოახმარა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში წარმოებულ კვლევებს.მოგვიანებით,ლუისი ხუმრობდა: “გონიერება რომ მყოფნოდა და ჩემი კულინარიული ექსპერიმენტი დამეპატენტებინა,გაცილებით მდიდარი ვიქნებოდი,ვიდრე დღეს ვარ ნიკლეოდიტების წყალობითო”.
მას შემდგომ,რაც არგენტინელი ხალხის მიერ სიცოცხლეშივე ეროვნულ გმირად აღიარებული ლელუარი გარდაიცვალა,საკუთარმა ერმა მას არა მხოლოდ გრანდიოზული დაკრძალვის ცერემონია მოუწყო,არამედ ისეთი ძვირფასი საფლავიც გაუკეთა,ბევრ სახელოვან მეფესაც რომ არ ღირსებია: ლუისის ცხედარი დაკრძალული იქნა უნიკალური არქიტექტურის მქონე მავზოლეუმში; საფლავის ფილები დამზადებული იქნა აპუანის ალპებიდან სპეციალურად ჩამოტანილი და დამუშავებული მარმარილოსაგან; საფლავზე განთავსებული ურნები როდონიტის ვარდისფერი მინერალური ქვისაგან და ბრინჯასოსაგან დაამზადეს,ხოლო მოზაიკური ფილა კი იუველირებმა მოაოქროვეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუის ფედერიკო ლელუარის მავზოლეუმი