იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებული მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი 40 წლის ასაკში პრაქტიკულად,სრულიად – უკბილო დარჩა,თუმცა,როგორც ამბობენ,ამას მის გემოთმოყვარეობაზე ხელი არანაირად არ შეუშლია. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ინგლისის სახელოვანი მეფის – რიჩარდ I ლომგულის სისასტიკის შესახებ ისეთი ლეგენდები იყო გავრცელებული,რომ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში მისი სახელით თურქები და ებრაელები საკუთარ შვილებსაც კი აშინებდნენ.
* * *
3. “მე ვარ ქალი,თუმცა მკერდში მამაკაცის გული მიცემს.მე მამაჩემის ქალიშვილი ვარ”, – განაცხადა ერთხელ “ქალწულ-დედოფლად” წოდებულმა ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორმა დედოფალმა – ელისაბედ I-მა.
* * *
4. დიდ იტალიელ ფილოსოფოსსა და “უტოპიური სოციალიზმის” პირველ წარმომადგენელს – ტომაზო კამპანელას (1568-1639 წლები) ინკვიზიციამ – სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.მან თავისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი (27 წელიწადი) – ციხეში გაატარა და პატიმრობიდან მხოლოდ და მხოლოდ რომის პაპის – ურბან VIII-ს ჩარევის შედეგად გაანთავისუფლეს.
* * *
5. გენიალური გერმანელი საოპერო კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი,რომლის ხელოვნებასაც ეთაყვანებოდა – ადოლფ ჰიტლერი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ერთობ ანტისემიტური მსოფლმხედველობით გამორჩეული მუსიკოსი გახლდათ.სწორედ მისი ანტისემიტური მსოფლმხედველობა გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ვაგნერს ძალიან დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა ებრაული წარმომავლობის მქონე დიდ გერმანელ კომპოზიტორთან – ჯაკომო მეიერბერთან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – ალექსეი ტოლსტოიმ 1861 წელს გამოცემული მანიფესტი ბატონ-ყმობის გაუქმების შესახებ,თავად წაუკითხა საკუთარ ყმებს,რის შემდგომაც მისივე ინიციატივით დიდი ზეიმი იქნა გამართული.აღნიშნული მოვლენის შემდგომ,თავიანთი ყოფილი ბატონის ქმედებებით კმაყოფილი გლეხები ალექსეის შესახებ ამბობდნენ: “იგი ჭეშმარიტი ჯელტმენიაო”.
* * *
7. დიდ ფრანგ მხატვარსა და მოქანდაკეს – ანრი მატისს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაბრმავების შიში,ანუ – სკოტომაფობია ტანჯავდა.სწორედ ამიტომ შეისწავლა მატისმა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნება.იგი ვარაუდობდა,რომ დაბრმავების შემთხვევაში ლუკმა-პურს ქუჩაში ვიოლინოს დაკვრით მოიპოვებდა.
* * *
8. გენიალური ავსტრიელი ავტოკონსტრუქტორის – ფერდინანდ პორშეს მიერ დაარსებული ავტოკომპანია თავდაპირველად,ერთობ ფუტურისტული მოდელების მქონე ავტომობილებს აწარმოებდა,რაც თავის მრივ,იმ პერიოდისათვის ნამდვილად არ იყო დამახასიათებელი მოვლენა.
* * *
9. თავისი კეთილი ბუნებით განთქმული დიდი რუსი მსახიობი – ევგენი ლეონოვი,რომელსაც არაერთი ბრწყინვალე როლი ჰქონდა ნათამაშევი (მათ შორის “იღბლიან ჯელტმენებში”) კარიერაში,პრინციპულად ეუბნებოდა უარს რეჟისორებს – “ბოროტი ადამიანის” როლის შესრულებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. ამერიკის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზხველტის მეუღლე – ელეონორა რუზველტი,პრესკონფერენციებს მხოლოდ და მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის მართავდა.,