ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…
“ფლეიტის ჰანგზე უზრუნველად რამ აგამღერათ?
ქვეყნის საზღვარი მოედნიდან კარგად ჩანს უკვე!” – თეოგნიდე - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დაიმახსოვრე: ნუ გაიხდი ავ კაცს მეგობრად.
მაგრამ კეთილთან მარად ახლოს ეცადე იყო”. – ძველ ბერძნული ელეგიებიდან
* * *
“ვინც სიღარიბემ დასცა,რამის შექმნა არ ძალუძს,
არც რაიმეს თქმა: გასაჭირმა დაუბა ენა”. - ძველ ბერძნული ელეგიებიდან
* * *
“არა არის რა გარდაცვლილის ხვედრზე მძიმე რამ”. – არქილოქე
* * *
“ღმერთი სიმდიდრისა,იცოდე,ბრმაა!” – ჰიპონაქტე
* * *
“ვინც ლამაზია – ტურფაა და არ შეიცვლება,
ვინც კეთილია – გვეჩვენება სახითაც ტურფა”. – საფო
* * *
“გასაჭირის დროს ნუ გახდები ურწმუნო”. – ფილოქტეტე
* * *
“განა ერთია მოხუცთა და ყრმათა სიკვდილი?” – ევრიპიდე
* * *
“მიცვალებულებს არაფერი არ ეკარგებათ”. – ევრიპიდე
* * *
“ღვინო საშიში რამ არის და ნუ ეხუმრები!” – არისტოფანე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კი მაგრამ,თავსა ვინ გაიყიდის,
თუ ყოველ მათგანს ფული ექნება?” – არისტოფანე – (ავტორი გენია.ჯი)