აკაკი ბაქრაძე – “ქართული მწერლობის შესახებ”
“განა მიხეილ ჯავახიშვილის პირით არ გაგვაფრთხილა ქართულმა მწერლობამ,რომ საქართველო თეიმურაზ ხევისთავის ბედში ჩავარდებოდა,თუ უცხოს ბრმად მიენდობოდა?…
განა ქართული ისტორიული რომანისტიკა (კონსტანტინე გამსახურდია,ლევან გოთუა,გრიგოლ აბაშიძე და სხვები) არ გვახსენებდა ქართულ სახელმწიფოებრიობას და მისი აღდგენის გარდაუვლობას? (ავტორი გენია.ჯი)
განა გალაკტიონ ტაბიძის,გიორგი ლეონიძის,კოლაუ ნადირაძის და სხვათა პოეზია არ ინახავდა ჩვენს სულს? – რათა სიმაღლე და მშვენიერება არ დაგვეკარგა და ჭაობში არ ჩავფლულიყავით?
განა ნიკო ლორთქიფანიძის,ლეო ქიაჩელის ნოველები თავიანთი სევდითა და დარდით არ გვაკეთილშობილებდა? რომელი ერთი ჩამოვთვალო?…
კი,ბატონო,იყო კონიუნქტურაც.მოთვინიერებული მწერლებიც მრავლად არსებობდნენ (აბა,რისთვის დავწერე “მწერლობის მოთვინიერება”!).
უფრო მეტიც: კონსტანტინე გამსახურდიამაც დაწერა “ბელადი”,”ვაზის ყვავილობა”,ნარკვევები,სადაც ხოტბაშესხმულია ლავრენტი ბერია…
გალაკტიონ ტაბიძესაც,გიორგი ლეონიძესაც,მით უმეტეს,სხვებს,უმღერიათ სოციალიზმისათვის,მაგრამ ნუ დაგვავიწყდება,რომ ბრძოლა მიმდინარეობდა გადარჩენისათვის,სულის გადარჩენისათვის,რადგან ბოლშევიკებს უმთავრესად სულის დათრგუნვა სურდათ.ქართველის სულის გადარჩენა მაშინ,გარდა ქართული მწერლობისა,სხვას არ შეეძლო,რადგან ეკლესია აკრძალული და კლიტედადებული იყო.ქართულმა მწერლობამ (საერთოდ ხელოვნებამ) ეს მოახერხა… (ავტორი გენია.ჯი)
ბოლშევიკების დიქტატურის ეპოქაში ქართული მწერლობის საუკეთესო ნაწილმა ისე იცხოვრა და იშრომა,როგორც მზვერავები ცხოვრობდნენ და შრომობდნენ მტრის ბანაკში.მათი სული მთლიანია და იმას აკეთებენ,რაც ევალებათ.მხოლოდ მათი ცხოვრებაა გაორებული.ამის გაძლებას რკინის ნებისყოფა და რკინის რწმენა უნდა,რომ შენს ქვეყანას და შენს ხალხს ემსახურები.ქართული მწერლობის უკეთესმა ნაწილმა ეს თვისება გამოავლინა… ამიტომ ქართული მწერლობა არც ზედმეტად მოთვინიერებული ყოფილა და ყოველთვის იქ იყო,სადაც სინდისი და მამული უხმობდა”. (ავტორი გენია.ჯი)