იტალიური აფორიზმები

“თამაშის დასრულების შემდგომ მეფესაც და ლაზიერსაც ერთ ყუთში ყრიან”.

* * *

“ღვინო და მეგობრობა თუ ძველი არ არის,მისი ფასი გროშია”.

* * *

“დააფასე წარსული და შექმენი მომავალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“იმ შემთხვევაშიც კი,თუ ხელში ყველა კოზირი გიჭირავთ,თავი გამარჯვებულად მაინც არ ჩათვალოთ,რადგან სრულიად შესაძლებელია,რომ სწორედ ამ დროს ცხოვრებამ ჭადრაკის თამაში დაგიწყოთ”.

* * *

“ის,რაც დღეს თქვენს თავს ხდება,თქვენივე გუშინდელი ნაფიქრალის შედეგია”.

* * *

“ხის ცხენს კბილებს არ უსინჯავენ”.

* * *

“ოდესღაც ეშმაკიც ანგელოზი იყო”.

* * *

“არ გააკეთო იმაზე დიდი ნაბიჯი,ვიდრე ამას შენი ფეხების სიგრძე გაძლევს”.

* * *

“ის,ვინც ფიქრობს,რომ ფული ყველაფერს მისცემს,საერთო ჯამში,ფულისთვის ყველაფერს გააკეთებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ვისაც მგლების ეშინია,ტყეში არ შედის”.

კომენტარის დატოვება