ფრიდრიხ ენგელსი – “ეპიზოდი”
მარქსიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა გერმანელმა პოლიტიკოსმა და ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ენგელსმა (1820-1895 წლები) მანჩესტერში ცხოვრების პერიოდში სასიყვარულო რომანი გააბა თავის ოჯახში დასაქმებულ მოსამსახურე ქალთან – მერი ბიორნსთან.დიდი ხნის განმავლობაში წყვილი დაქორწინებისაგან თავს იკავებდა,თუმცა ქორწინება მათ შორის მაინც შედგა 1863 წელს. და იგი შედგა მერის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის მეუღლე ალკოჰოლიზმის მსხვერპლი შეიქნა. (ავტორი გენია.ჯი) მერის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში,ენგელსმა ერთობ ამაზრზენი ქმედება ჩაიდინა,რადგან მან სასიყვარულო რომანი ამჯერად თავისი აწ გარდაცვლილი მეუღლის დასთან – ლიზისთან,ანუ – ცოლისდასთან გააბა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფრიდრიხი წინა შემთხვევის მსგავსად,ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა ოფიციალური ქორწინებისაგან და წინა შემთხვევისავე მსგავსად,ენგელსმა მხოლოდ მაშინ იქორწინა ბიორნსზე,როდესაც ქალი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ითვლიდა.
ასე რომ,მარქსიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი ორჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში და ორივე ჯერზე მისი რჩეულები ღვიძლი დები – მერი და ლიზი ბიორნსები იყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)