მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
როგორც ბიოგრაფები ირწმუნებიან,დიდი ამერიკელი მწერლის - მარკ ტვენის (1835-1910 წლები) ერთადერთ საყვარელ ქალს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მისივე მეუღლე – ოლივია აიონა ლუიზა ლენგდონი (1845-1904 წლები) წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ოლივიას ფოტო პირველად მარკ ტვენს მისმა ძმამ უჩვენა.მარკისა და ოლივიას წყვილს ერთმანეთი პირველი ნახვისთანავე შეუყვარდათ,თუმცა ქორწინებას აბრკოლებდა ის გარემოება,რომ ლენგდონის მდიდარ მშობლებს არ სურდათ თავიანთი ქალიშვილის ღარიბ მწერალზე მითხოვება.მიუხედავად ამისა, 1870 წელს მარკ ტვენმა და ოლივიამ მაინც იქორწინეს.მას შემდგომ ოლივია ამერიკელი მწერლის ცხოვრებაში უდიდესი გავლენის მატარებელი პერსონა შეიქნა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მარკ ტვენი თავისი ლიტერატურული ქმნილებების რედაქტირებას მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ანდობდა და ეს ერთადერთი ადამიანი – ოლივია გახლდათ.თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნდა მარკ ტვენს საკუთარი მეუღლის მიმართ,მწერლის მიერ მეგობრების წრეში წარმოთქმული ეს სიტყვებიც კარგად გამოხატავს:
” – ქორწინების შემდგომ,ოლივიამ ყველაფერი იმის რედაქტირება დაიწყო,რასაც კი ვწერდი.უფრო მეტიც,მან არა მხოლოდ ჩემი ნაწარმოებების რედაქტირებას მიჰყო ხელი,არამედ ჩემს რედაქტირებასაც კი.
მე გარწმუნებთ თქვენ,რომ თუკი ოლივია მეტყვის წინდების ტარება ამორალური საქციელიაო,აღარასოდეს ჩავიცვამ მათ”.
34 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ,მარკ ტვენის უსაყვარლესი მეუღლე ფლორენციაში აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)
ოლივია აიონა ლუიზა ლენგდონი